png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

შს მინისტრმა და აშშს-ს ელჩმა სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის ცენტრის მშენებლობას ჩაუყარეს საფუძველი

  • სამართალი
  • 12.04.2016
  • 11:46
შს მინისტრმა და აშშს-ს ელჩმა სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის ცენტრის მშენებლობას ჩაუყარეს საფუძველი

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ლილოს კინოლოგიის ცენტრის ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. საძირკველში კაფსულის ჩადების ცერემონიაში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი მონაწილეობდნენ. კაფსულაში მათ სიმბოლურად შსს-ს სასაზღვრო პოლიციისა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სფეროში საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მედალიონები მოათავსეს.
როგორც გიორგი მღებრიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაში  იწყება ახალი პროექტი, რომელიც ქვეყნის დასავლურ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ამ ეტაპზე თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო იწყებს სასაზღვრო პოლიციის აქტიურ მხარდაჭერას საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის განვითარების პროცესში, რაც ამ უწყებებს შორის თანამშრომლობას ახალ საფეხურზე გადაიყვანს. პროექტის ფარგლებში, დღეს საფუძველი ჩაეყრება შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიური ცენტრის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რაც  ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მთავრობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“.
პროექტი  აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ ხორციელდება და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებასა და სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
უახლოეს მომავალში დაგეგმილია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, მათ შორის,  სექტორების მშენებლობა, ვოლიერების რეკონსტრუქცია, დაკვირვების სისტემების მოწყობა და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვის უზრუნველყოფა. შსს-ს სასაზღვრო პოლიციას ტექნიკური აღჭურვილობა და სატრანსპორტო საშუალებებიც გადმოეცემა.
მნიშვნელოვანი საზღვაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შემდეგ,  ეს პირველი პროექტია, რომელსაც DTRA საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის განვითარების მიზნით ახორციელებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge