png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

  • პოლიტიკა
  • 12.04.2016
  • 11:48
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

11 აპრილს, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, ეუთოს საპრლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომას დაესწრო, რომელიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გაიმართა. ასამბლეის ბიუროს მუშაობის ძირითად საკითხებს წარმოადგენდა რეზოლუციების პროექტების განხილვა, რომლებიც საბოლოო სახით განხილული და მიღებული იქნება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე თბილისში, რომელსაც საქართველო მიმდინარე წლის 1-5 ივლისს უმასპინძლებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს გააცნო ეუთოს საპრლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების თაობაზე. დავით უსუფაშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სამდივნოს გაწეული დახმარებისთვის და თანამშრომლობისთვის და კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოს პარლამენტსა და საერთაშორისო სამდივნოს შორის არსებული ძალიან აქტიური კომუნიკაციის შესახებ დაგეგმილი ღონისძიების წარმატებით ჩატარების უზრუნველსაყოფად.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „ეს ვიზიტი ძალიან საინტერესო და საჭირო ვიზიტია, რადგან ბიუროს ამ სხდომის მიმდინარეობისას არის შესაძლებელი ასამბლეის სულისკვეთებით გავიმსჭვალოთ და ამაში აქ განხილული რეზოლუციების პროექტები დაგვეხმარა." თავის გამოსვლაში პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე, შეეხო ეუთოს სივრცეში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს და მათი მოგვარების გადაუდებელ და აუცილებელ ასპექტებს.

გამოსვლის დასასრულს პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთელ მოიწვია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 57 წევრი ქვეყნის პარლამენტარები თბილისში 1-5 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს მისაღებად.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტი, გიგი წერეთელი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოში, კონსტანტინე ზალდასტანიშვილი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge