png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

რუსთავში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

  • საზოგადოება
  • 12.04.2016
  • 17:21
                 რუსთავში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

რუსთავის მერიაში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში” პრეზენტაცია მოეწყო. პრეზენტაცია პროექტის კოორდინატორმა რევაზ ბარბაქაძემ წარადგინა. შეხვედრას ქალაქის მერი დავით ჯიქია, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვაჟა ფანჩულიძე, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა გუგეშაშვილი, ნიდერლანდების მუნიციპალიტეტების წევრები, ასევე მერიის მრჩეველთა საბჭოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

           პროექტს რუსთავის მერია, ნიდერლანდების სამეფოს მუნიციპალიტეტების ასოციაციასა და მუნიციპალიტეტების საერთაშორისო საკონსულტაციო ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებს. მისი მიზანია რუსთავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა ქალაქში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკის დანერგვაში, რაც ხელს შეუწყობს ანგარიშვალდებულების გაზრდასა და მოსახლეობის ჩართულობას ქალაქისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. პროექტი მუნიციპალური ადმინისტრაციული სტრუქტურების შესაძლებლობების გაძლიერებას, ასევე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საზოგადოებრივ ჯგუფებსა თვითმმართველობას შორის აქტიურ კომუნიკაციასა და მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციონალური მექანიზმების შექმნას ითვალისწინებს.

რუსთავის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვითი პრიორიტეტების განსაზღვრაში და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ინსტიტუტის მეშვეობით ზედამხედველობა გაუწიოს მის შესრულებას.
მოსახლეობისთვის მუნიციპალური სერვისებით სარგებლობის ხელმისაწვდომობისთვის, პროგრამის ფარგლებში, რუსთავში ორი მუნიციპალური შენობაც აშენდება, სადაც სადემონსტრაციოდ შერჩეული სამი ტერიტორიული ერთეული ე.წ. „სერვის პლიუსს“ განახორციელებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge