png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თბილისში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

  • საზოგადოება
  • 12.04.2016
  • 18:05
თბილისში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

2016 წლის 12 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარეობდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე; ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან: ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველ მოადგილე, კურტ ტონგი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწე, ტომას მელია.
კომისიის სხდომას  საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩეველი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკითხებში, ვონ ტურეკიანი.
მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს საქართველო-აშშ-ის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, მათ შორის, ორმხრივი და რეგიონული საინვესტიციო პროექტები. საუბარი  შეეხო სოფლის მეურნეობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში  თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. ყურადღება გაამახვილეს ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროებში სამომავლო თანამშრომლობაზე. რეგიონული ინტეგრაციის კუთხით განსაკუთრებულად აღინიშნა ახალი აბრეშუმის გზის მნიშვნელობა. ამერიკულმა მხარემ დაადასტურა სრული მხარდაჭერა საქართველოს რეგიონული, სატრანზიტო და ლოჯისტიკური ჰაბის ფუნქციის გაძლიერების პროცესში.

ქართულმა მხარემ ამერიკელ პარტნიორებს გააცნო საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმის გეგმა და მის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე. ამერიკელმა პარტნიორებმა პოზიტიურად შეაფასეს ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული რეფორმები და მხარდაჭერა აღგვითქვეს ქართული მხარის ინიციატივების განხორციელებაში.

„დღევანდელი შეხვედრა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისაკენ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. მოხარული ვარ, რომ ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავების კვალდაკვალ, გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას"  _  განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი მზადყოფნა ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. „საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია, განსაკუთრებულ ძლიერ მხარდაჭერას კი აშშ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მიმართ იჩენს. ჩვენი სურვილია, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობა სიღრმისეულად და უწყვეტად გაგრძელდეს.  25 წლის განმავლობაში საქართველომ შთამბეჭდავი გამოცდილება დააგროვა ეკონომიკური განვითარებისა და კარგი მმართველობის სფეროში. დღეს გამართული დიალოგის ფარგლებში, ჩვენ შევიმუშავეთ ამბიციური დღის წესრიგი, რომელსაც შეუძლია ორი ქვეყანა მომდევნო 25 წლის, და შესაძლოა უფრო მეტი ხნის განმავლობაშიც, კიდევ უფრო მეტად დაუახლოვოს ერთმანეთს" _  განაცხადა ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველმა მოადგილემ, კურტ ტონგმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge