png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

იტალიური ეზოების ნუმერაცია გრძელდება

  • საზოგადოება
  • 13.04.2016
  • 13:35
იტალიური ეზოების ნუმერაცია გრძელდება

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში არსებული ე.წ. იტალიური ეზოების სისტემურ ნუმერაციაზე მუშაობს. დამისამართების პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ამჟამად  301 იტალიური ეზო უკვე დაინომრა. აღსანიშნავია, რომ  თბილისში იტალიური ეზოების 60% სწორედ ამ ორ რაიონშია თავმოყრილი.

იტალიური ეზოების არასისტემური ნუმერაცია, არარსებული, გამოტოვებული ან განმეორებული მისამართები გაუგებრობისა და დავის საგანი არაერთხელ გამხდარა. მოქალაქეებს ხშირად ექმნებოდათ პრობლემები ქონების რეგისტრაციის, პირადობის მოწმობის აღების, კომუნალური გადასახადების გადახდის, საფოსტო გზავნილის მიღების და ა.შ. დროს. შეცვლილი მისამართების გამო მაცხოვრებლებს დოკუმენტების ხელახლა აღება ან შეცვლა აღარ უწევთ. ცვლილებების მიუხედავად, საკუთრებისა და მოქალაქეების შესახებ შენახულია, როგორც ძველი, ისე კორექტირებული მონაცემები. 

ამჟამად დიდუბეში, ჩუღურეთსა და ისანში ნუმერაცია უკვე დასრულებულია, რაც ჯამში 710  იტალიურ ეზოს შეადგენს. მთაწმინდასა და კრწანისში სამუშაოები ივნისის ბოლოს დასრულდება. პარალელურად, საჯარო რეესტრი იმ მისამართების კორექტირებასაც აგრძელებს, რომლებსაც მისამართად მითითებული აქვთ რაიმე გეოგრაფიული ობიექტი(მიმდებარედ, შორის, გასწვრივ, მოპირდაპირედ და ა.შ). პროცესი დასრულებულია ვაკის, საბურთალოს, დიდუბის, გლდანის, ჩუღურეთისა და ისნის რაიონებში. შესაბამისი სამუშაოები კი სამგორში მიმდინარეობს. თბილისში არსებული ობიექტებისთვის მისამართების  კორექტირებისა და მინიჭების პროცესის დამთავრება მიმდინარე წელსაა დაგეგმილი. 

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით დამისამართების პროექტის განხორციელებას აგრძელებს. პროექტი ქვეყანაში სამისამართო სისტემის სრულყოფასა და განვითარებას უწყობს ხელს. სამისამართო რეესტრის მოწესრიგების შემდეგ მოქალაქეებს უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურები მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ, დასახლებულ პუნქტებში უსახელო გზები და ქუჩები აღარ იარსებებს, ხოლო კონკრეტული მისამართები მარტივად მისაგნები იქნება. დამისამართების ერთიანი სისტემა მჭიდრო კავშირშია დაზუსტებული, მუდმივად განახლებადი, საიმედო საარჩევნო სიის ფორმირებასთან.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge