png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

გიორგი მღებრიშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა

  • საზოგადოება
  • 14.04.2016
  • 12:04
გიორგი მღებრიშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს, პასკალ მენიეს შეხვდა.

შეხვედრაზე საფრანგეთში გიორგი მღებრიშვილის სამუშაო ვიზიტის შედეგებზე ისაუბრეს.

როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში საქართველო-საფრანგეთის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა, მათ შორის, ორმხრივი კონტაქტების, პოლიციის ატაშეების და ინტერპოლის მეშვეობით. გიორგი მღებრიშვილის თქმით, საფრანგეთში ვიზიტის დროს, ფრანგ კოლეგას მან უწყებაში მიმდინარე რეფორმების და სიახლეების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

გიორგი მღებრიშვილმა და პასკალ მენიემ საქართველოს მიერ წარმატებით განხორციელებულ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრეს. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს არალეგალური მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მნიშვნელობას.

საფრანგეთის ელჩმა საქართველოში კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის ხელისუფლების მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მომავალ კვირას საფრანგეთში ქართული დელეგაცია გაემგზავრება. დელეგაციის წევრები ფრანგ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავენ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge