png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

შინაური ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია გრძელდება

  • საზოგადოება
  • 14.04.2016
  • 16:38
 შინაური ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია გრძელდება

ცხოველთა ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს შინაური ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას. სეს-ის ინფორმაციით, დღეისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით იდენტიფიცირებულია 1 736 964 სული მსხვილფეხა და 98 824 წვრილფეხა პირუტყვი. მსხვილფეხა პირუტყვის იდენტიფიკაციის პროცესი 2012 წლიდან დაიწყო, წვრილფეხა პირუტყვისა კი გასული წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს.

„იდენტიფიკაცია-რეგისტრაცის შედეგად პირუტყვის მეპატრონეს ექნება საშუალება, დაიცვას საკუთარი პირუტყვის ჯანმრთელობა, ისარგებლოს უფასო სახელმწიფო პროგრამებით, ჰქონდეს საკუთრების დამტკიცების შესაძლებლობა; აგრეთვე გამარტივდება პირუტყვის შეძენა-გაყიდვა და მისგან მიღებული პროდუქტების რეალიზება“ - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ქვეყნის მთავარმა ვეტერინარმა მიხეილ სოხაძემ.

მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისას პირუტყვს უკეთდება საყურე ნიშანი; მონაცემები რეგისტრირდება ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, რომელშიც თავს იყრის ინფორმაცია ცხოველის ჯანმრთელობის, ჩატარებული ვაქცინაციების და გადატანილი დაავადებების შესახებ.

სურსათის ეროვნული სააგენტო პირუტყვის მეპატრონეებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს, დამატებითი ინფორმაციისთვის კი მათ შეუძლიათ მიმართონ სააგენტოს რეგიონულ სამსახურებს ან დარეკონ ცხელ ხაზზე: 247 01 01.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge