png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

“რესპუბლიკური პარტია” პრეზიდენტის ინსტიტუტს ყოველთვის იცავდა“ - დავით ბერძენიშვილი

  • პოლიტიკა
  • 15.04.2016
  • 11:15
“რესპუბლიკური პარტია” პრეზიდენტის ინსტიტუტს ყოველთვის იცავდა“ - დავით ბერძენიშვილი

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით, არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ,,რესპუბლიკელების” პოზიცია თანამდებობების საკითხს არ უკავშირდება. მისი თქმით, თანამდებობებიდან გადადგომის საკითხს პარტიაში გადაწყვეტენ.

„რესპუბლიკელ მინისტრებთან დაკავშირებით, რუსთავი 2-ს და, როგორც ჩანს, პრეზიდენტის ადმინისტარციასაც ძალიან უცნაური ვერსია ჰქონდათ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია თანამდებობების საკითხს უკავშირდება, ეს ასე არ არის, რადგან თუ პრემიერმა შესაბამის აქტს ხელი არ მოაწერა, არჩევნები მაისში ვერ ინიშნება. მეორე მხრივ კი, ჩვენი მინისტრები მთავრობაში მაისამდე იქნებიან, ივნისამდე თუ აგვისტომდე, ამას ჩვენ თვითონ ვწყვეტთ“,-აღნიშნა ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, არჩვნებთან დაკავშირებით სიმართლე პრემიერის და მთავრობის მხარესაა.

„პრეზიდენტმა კი თქვა, თუ ბიუჯეტში საკმარისი ფული არ არის, ჩემი ფონდიდან დავაფინანსებო, მაგრამ პრეზიდენტის ფონდიც ბიუჯეტისაა და ეს ფული პრეზიდენტის პირადი ფული არ არის. პრემიერი სწორად მოიქცა, როცა პრეზიდენტს ხელი არ მოუწერა, რადგან არჩევნებამდე 6 თვით ადრე არც მედია ჩააყენა მძიმე მდგომარეობაში და არც ბიუჯეტი არ გაფლანგა. როცა პრეზიდენტის წინააღმდეგ ხმალამოღებული ლაშქრობა მიდიოდა, “რესპუბლიკური პარტია” პრეზიდენტის ინსტიტუტს ყოველთვის იცავდა“, - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge