png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფება

  • პოლიტიკა
  • 15.04.2016
  • 12:11
დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფება

13-14 აპრილს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოშიიმყოფებოდა, სადაცორმხრივი შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის მინისტრთან ევროპის საკითხებში დევიდ ლიდინგტონთან. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გაიმართა შეხვედრა საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან ჯონათან ჯანოღლისთან და ჯგუფის წევრებთან.

შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და პერსპექტივები განიხილეს. აღინიშნა ასოცირების შეთანხმებისა და მისივე შემადგენელი ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA), აგრეთვე, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მიმართულებით საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესი და ხაზი გაესვა ევროკავშირის გადაწყვეტილებებში აღნიშნული პროგრესის ადეკვატური ასახვის მნიშვნელობას. 

დიდი ბრიტანეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა.

შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატოს ვარშავის სამიტისთვის მზადების საკითხებსა და მოლოდინებზე. 

„გაერთიანებული სამეფოს მხრიდან ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგის, რეფორმების მიმართულებით გაერთიანებული სამეფოს აღამსრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ურყევი მხარდაჭერის დადასტურება. ჩვენ ვემზადებით ვარშავის სამიტისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის მოლოდინები, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს, იყოს გაზიარებული ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს მხარდამჭერებთან და მეგობრებთან“-აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრების დასრულების შემდეგ.

14 აპრილს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სიტყვით გამოვიდა გაერთიანებული სამსახურების სამეფო  ინსტიტუტში (RUSI) გამართულ შეხვედრაზე „Expectations from Warsaw summit and importance of strategic communication“, ღონისძიებას სხვადასხვა საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების, ასევე, ლონდონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და მოწვეული სტუმრების შეკითხვებსაც უპასუხა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge