png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება

  • პოლიტიკა
  • 16.04.2016
  • 15:22
საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება

ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, ასოცირების შეთანხმების განხორციელება, საქართველოში არსებული უსაფრთხოების გარემო და საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში - ის მთავარი თემები იყო, რაზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და ევროკომისიის გაფართოების დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა ქრისტიან დანიელსონმა ორმხრივ შეხვედრაზე ისაუბრეს.

მხარეები ისეთ საკითხებსაც შეეხნენ, როგორიცაა საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრისპირა რეგიონების მცოცავი ოკუპაცია და ადგილზე შექმნილი ვითარება, რუსეთის მხრიდან გააქტიურებული პროპაგანდა და საქართველოში ანტიევროპული განწყობების შექმნის მიზნით მსუბუქ ძალაში დაბანდებული ინვესტიცია.

როგორც შეხვედრაზე ქრისტიან დანიელსონმა აღნიშნა, რუსეთის გააქტიურებული პროპაგანდა იმის მანიშნებელია, რომ ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს საქართველოს მიმართ მხარდაჭერა. მისივე თქმით, ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოს პროგრესი გამორჩეულადაა აღიარებული, საქართველომ ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის მისაღებად. „მინისტრ ხიდაშელთან ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა. განვიხილეთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები. შესანიშნავია, რომ ყველა წინ მივიწევთ როგორც ასოცირების ხელშეკრულების, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მიმართულებით. კომისია ძალისხმევას არ დაიშურებს, დაეხმაროს საქართველოს გამოწვევების გადალახვაში. იმედია, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ეს ქართველ ხალხს კეთილდღეობას მოუტანს,“ - აღნიშნა ქრისტიან დანიელსონმა.

„ბუნებრივია, ევროკავშირის წარმომადგენლებთან ევროპის სამეზობლო პოლიტიკაზე, გაფართოებისა და ახალი უსაფრთხოების პოლიტიკაზე ვისაუბრეთ. საუბარი შეეხო, გარკვეულწილად, ვიზალიბერალიზაციასაც და იმ მთავარ მოლოდინებს თუ მოთხოვნებს, რომელიც ქართულ სახელმწიფოს ამ გზაზე გააჩნია. ეს არის მუშა პროცესი, სადაც ბევრი კითხვა არსებობს. ამ კითხვებზე საქართველოს მხრიდან ძალიან თამამი და ნათელი პასუხები არსებობს. ყველა ერთხმად თანხმდება და ადასტურებს, რომ საქართველოსთვის გზა ვიზალიბერალიზაციისკენ ხსნილია. ამიტომ, იმედია, რომ ბოლო დეტალების შეთანხმება ბევრ დროს არ წაიღებს,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ქრისტიან დანიელსონთან ორმხრივი შეხვედრა ბრატისლავაში, სასტუმრო „გრანდ ჰოტელ რივერ პარკში“ მიმდინარე მე-10 საიუბილეო გლობალური უსაფრთხეობის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge