png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ექიმებისთვის მაისიდან “კლინიკური ფარმაკოლოგიისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის“ სასწავლო პროგრამა დაიწყება

  • საზოგადოება
  • 19.04.2016
  • 14:15
ექიმებისთვის მაისიდან “კლინიკური ფარმაკოლოგიისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის“  სასწავლო პროგრამა დაიწყება

სამედიცინო  ასოციაციების  გაერთიანება, სამედიცინო უნივერსისტეტთან ერთად, უწყვეტი განათლების სისტემის ეგიდით, ექიმებისათვის „კლინიკური ფარმაკოლოგიისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის“  სასწავლო პროგრამას მაისის მეორე ნახევრიდან განახორციელებს.

გაერთიანებამ, ცოტა ხნის წინ მედიკამენტების კუთხით პოლიპრაგმაზიის შემთხვევების კვლევა დაასრულა, რის შემდეგ სპეციალური რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელთა შორის ზემოთაღნიშნული პროგრამის განხორციელებაც შედიოდა. ეს პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებისთვის.

„კლინიკური ფარმაკოლოგიისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის“ სასწავლო პროგრამის მთავარი მიზანია სამკურნალწამლო საშუალებების რაციონალური და უსაფრთხო გამოყენება, პაციენტზე ორიენტირებული უვნებელი, ეფექტიანი და რაციონალური მკურნალობის მიმართულებების განვითარება.

ასოციაციის აღმასრულებელი მდივნის არჩილ მორჩილაძის თქმით, პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერების გზაზე. მომავალში, სახელმწიფოს მიერ მედიკამენტების ანაზღაურების სისტემის დანერგვის შემთხვევაში კი, მსგავსი პროგრამების უწყვეტად განხორციელება ხელს შეუწყობს მედიკამენტებზე დანახარჯების ოპტიმიზაციას. პროგრამა  არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც  განხორციელდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge