png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ჟან-კლოდ იუნკერი: საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ახალი პირობები არ ექნება

  • პოლიტიკა
  • 19.04.2016
  • 14:26
ჟან-კლოდ იუნკერი: საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ახალი პირობები არ ექნება

დღეს კიდევ ერთხელ შემიძლია დავარწმუნო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის მხირდან ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ჟან-კლოდ იუნკერმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლესი პლენარულ სესიაზე გამოსვლისას განაცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ახალი პირობები არ ექნება. ამასთან, ჟან-კლოდ იუნკერი მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა ქართველი ხალხის მიმართ სამართლიანია.

ჟან-კლოდ იუნკერი გიორგი კვირიკაშვილს დღეს შეხვდება. ”საქართველოს ვიზალიბერალზიაციასთან დაკავშირებით ახალი პირობები არ ექნება. მე შევხვდები თურქეთის პრემიერ-მინისტრს, შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გავმართავ მოლაპრაკებებს. შემიძლია, კიდევ ერთხელ დავარწმუნო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის მიერ ვიზალიბერალიზაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, საკანონმდებლო ინიციტივა ქართველი ხალხის მიმართ სამართლიანია. ევროკომისიამ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დადებითი დასკვნა გამოაქვეყნა”, -  განაცხადა იუნკერმა.

შეგახსენებთ, Die Welt-ის ცნობით, ევროკავშირმა საქართველოსთან, უკრაინასთან, კოსოვოსთან და თურქეთთან ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში, შესაძლოა, ახალი პირობები ჩადოს.

კერძოდ, ევროკავშირსა და თურქეთს შორის არსებობს შეთანხმება, რომ თუ ოფიციალური ანკარა ლტოლვილებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს, ევროკავშირს შეეძლება თურქეთთან ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება გადაავადოს.

გამოცემის ინფორმაციით, ასეთივე პირობები შესაძლოა, საქართველოსთვის, უკრაინისა და კოსოვოსთვისაც ამოქმედდეს. გადავადების პუნქტის ჩადება ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში საფრანგეთმა და გერმანიამ მოითხოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge