png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

სასამართლომ თაღლითობისთვის ბრალდებულ ადვოკატს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

  • სამართალი
  • 20.04.2016
  • 15:35
სასამართლომ თაღლითობისთვის ბრალდებულ ადვოკატს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი ირაკლი კვინტრაძე თაღლითური გზით დიდი ოდენობით თანხის დაუფლებაში დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ადვოკატი ირაკლი კვინტრაძე დაზარალებულებს ატყუებდა, თითქოსდა ახლო მეგობრული ურთიერთობა და პირდაპირი კავშირები ჰქონდა საქართველოს მთავარი პროკურატურის უმაღლეს თანამდებობის პირებთან და მთავრობის წევრებთან. ახერხებდა რა დაზარალებულების ნდობის მოპოვებას, ირაკლი კვინტრაძე არწმუნებდა მათ, რომ საქართველოს პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირებთან პირადი ურთიერთობის მეშვეობით, ქრთამის მიცემის გზით შეძლებდა დაზარალებულებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე შეღავათიანი პირობებით საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიღწევას და მათთვის სასურველი შედეგით დასრულებას. ამ გზით ადვოკატი ირაკლი კვინტრაძე მოტყუებით დაეუფლა რამდენიმე მოქალაქის კუთვნილ  თანხას 13 700 აშშ დოლარის და 7150 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კვინტრაძე  დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის  და სასჯელის  ზომად  7 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით განუსაზღვრა. 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge