png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მარტში აჭარაში ტურისტების რაოდენობა 21,75 %-ით გაიზარდა

  • პოლიტიკა
  • 21.04.2016
  • 16:41
 მარტში აჭარაში ტურისტების რაოდენობა 21,75 %-ით გაიზარდა

მარტში აჭარაში ტურისტების რაოდენობა 21,75 %-ით გაიზარდა. როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ წარმოებული სტატისტიკიდან ირკვევა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მარტში აჭარაში ტურისტების 21,75 %-იანი  ზრდა დაფიქსირდა. გასული თვის განმავლობაში რეგიონს 16 905 ტურისტი, მათ შორის 11 914 უცხოელი და 4 991 შიდა ტურისტი სტუმრობდა.

რაც შეეხება კვარტლის მონაცემებს, იანვარ-მარტის პერიოდში აჭარაში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,55 % -თაა გაზრდილი, რაც 27 264 უცხოელ, ხოლო 13 422 შიდა ტურისტს გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სტატისტიკა მხოლოდ აჭარაში რეგისტრირებული განთავსების ობიექტების ინფორმაციას ეყრდნობა.

საზღვრის მონაცემების მიხედვით, საერთაშორისო ვიზიტორთა ზრდის დადებითი ტენდენცია შეინიშნება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. მიმდინარე წლის მარტში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უცხოელ ვიზიტორთა 48 % -იანი ზრდა დაფიქსირდა. განსაკუთრებული ზრდა კი ისრაელიდან შეინიშნება. გასულ თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან აჭარაში 2015 წლის მარტთან შედარებით 22-ჯერ მეტი ებრალი ვიზიტორი ჩამოვიდა.

რაც შეეხება სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტს, აქ უცხოელ ვიზიტორთა 10%-იანი მატება შეინიშნება. განსაკუთრებული ზრდა კი ირანიდან შემოსულ ვიზიტორებზეა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21-ჯერ არის გაზრდილი.

 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge