png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჩილელ კოლეგას შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 22.04.2016
  • 11:35
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჩილელ კოლეგას შეხვდა

გაეროს მდგრადი განვითარების სამიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ჩილელ კოლეგასთან, ჰერალდო მუნოს ვალენსუელასთან.

მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. კმაყოფილებით აღინიშნა ბოლო პერიოდში საქართველოსა და ჩილეს  შორის როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში აქტიური თანამშრომლობა.  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩილესთან ურთიერთობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის დიდ  პოტენციალს. მინისტრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ჩილეს რესპუბლიკაში არსებული მსგავსი ლიბერალური სავაჭრო და ეკონომიკური პოლიტიკა მეტ შესაძლებლობას იძლევა აღნიშნულ სფეროებში ურთიერთობის განვითარებისთვის.

შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა საქართველოს, როგორც რეგიონალური ეკონომიკური ჰაბის როლზე. ამ მხრივ მან მიმოიხილა  საქართველოს მთავრობის  მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას და საინვესტიციო და ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას.

მინისტრებმა აღნიშნეს ორი ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლებს შორის კავშირების დამყარების მნიშვნელობა და ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ. გამოიხატა დაინტერესება საქართველოში ჩილეს ბიზნეს დელეგაციის ვიზიტის განხორციელების შესახებ. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ჩილეს, როგორც მსოფლიოში ღვინის ერთ-ერთ მთავარ ექსპორტიორ ქვეყანას და საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, დიდი შესაძლებლობები აქვთ მეღვინეობის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. მიხელ ჯანელიძემ ჰერალდო მუნოს ვალენსუელა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge