png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თეა წულუკიანი: პარლამენტი შეძლებს, მალე დაამტკიცოს რეფორმის მესამე ტალღა, რათა გაძლიერდნენ ინდივიდუალური მოსამართლეები

  • პოლიტიკა
  • 22.04.2016
  • 11:49
თეა წულუკიანი: პარლამენტი შეძლებს, მალე დაამტკიცოს რეფორმის მესამე ტალღა, რათა გაძლიერდნენ ინდივიდუალური მოსამართლეები

სოფიაში იუსტიციის მინისტრთა და სასამართლოს ხელმძღვანელთა კონფერენციაზე − „სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაძლიერება კანონის უზენაესობისათვის ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში“ − თეა წულუკიანმა საქართველოში გატარებული სამართლებრივი რეფორმები წარადგინა.

მინისტრმა თავის გამოსვლაში მიმოიხილა მართლმსაჯულების სისტემის პირველი და მეორე ტალღა; პროკურატურის რეფორმის პირველი ეტაპი; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, რომელიც უკვე დაინერგა საქართველოში; და სასამართლო რეფორმის მესამე ტალღა.

„ამ მაღალი რანგის კონფერენციაზე განვიხილეთ ევროსაბჭოს პრეზიდენტის მიერ ევროსაბჭოს 47 წევრი ქვეყნისთვის შემოთავაზებული სამოქმედო გეგმა, რომელიც მოსამართლის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ამ გეგმას საქართველო სრულად უჭერს მხარს, რადგან მას ეხმიანება მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღა, რომელიც დიდი ხანია, პარალამენტში გვაქვს წარდგენილი. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პარლამენტი შეძლებს, მალე დაამტკიცოს რეფორმის მესამე ტალღა, რათა გაძლიერდნენ ინდივიდუალური მოსამართლეები; დაიწყოს საქმეთა ელექტრონული განაწილების პროცესი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მოსამართლის საქმიანობაში ჩაურევლობისა და დამოუკიდებლობის გარანტიებს. ჩვენ ხაზი გავუსვით იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა მართლმსაჯულების სისტემაში ამბიციურ რეფორმებს მხოლოდ ერთი მიზნით − ინსტიტუციური დემოკრატიის გაძლიერებისთვის ახორციელებს“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ბულგარეთის დედაქალაქში მიმდინარე კონფერენციაზე ჩვენს ქვეყანას იუსტიციის მინისტრთან ერთად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე წარმოადგენს. თეა წულუკიანი მაღალი დონის შეხვედრაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდისა, და ბულგარეთის იუსტიციის მინისტრ ეკატერინე ზახარიევას მიწვევით იმყოფება. ღონისძიებას ესწრებიან, აგრეთვე, ევროპის საბჭოს, ვენეციის კომისიის, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლები.

კონფერენცია სოფიაში 21 აპრილს გაიხსნა. მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი ქვეყნების გამოცდილება, მართლმსაჯულების სფეროში გატარებული რეფორმები გაუზიარეს და იმსჯელეს იმ პრობლემებზე, რომლებსაც ხელისუფლებები რეფორმირების პროცესში აწყდებიან.

მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია 22 აპრილს სრულდება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge