png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ბიორეგულაციური მიდგომებით დარღვევების კორექციის თემაზე სამეცნიერო სიმპოზიუმი გაიმართება

  • საზოგადოება
  • 22.04.2016
  • 18:58
ბიორეგულაციური მიდგომებით დარღვევების კორექციის თემაზე სამეცნიერო სიმპოზიუმი გაიმართება

23 აპრილს თბილისში, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში“, თემაზე „იმუნური სისტემის დარღვევების კორექციის ბიორეგულაციური მიდგომები ქრონიკული დაავადებების თერაპიის დროს” საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი გაიმართება. სიმპოზიუმი გერმანული კომპანია ”ჰეელის” ორგანიზებით ტარდება და მასში გერმანიიდან, უკრაინიდან და საქართველოდან საერთაშორისოდ ცნობილი და აღიარებული პროფესორები მიიღებენ მონაწილეობას.

სიმპოზიუმს 300-მდე ექიმი დაესწრება. გერმანელი მედიცინის დოქტორი, პროფესორი რალფ დოიშერი კი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე „ბიორეგულაციური საინექციო ტექნიკები საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების დროს“. უკრაინაში მოღვაწე ქართველი ექიმის, პროფესორ ბესიკ შამუგიას თქმით, ნებისმიერი სპეციალობის ექიმი, რომელიც სიმპოზიუმს დაესწრება, მოკლე დროის განმავლობაში მიიღებს მაღალეფექტურ და საიმედო ინსტრუმენტს ყოველდღიური პრაქტიკისთვის. მისივე თქმით, საერთაშორისო სიმპოზიუმზე წამყვანი სპეციალისტები გერმანიიდან, უკრაინიდან და საქართველოდან მოხსენებას წაიკითხავენ კომპანია „ჰეელის" კომპლექსური ბიოლოგიური პრეპარატებით მრავალი დაავადების მკურნალობის შესახებ.

 

"მნიშვნელოვანია ექიმების მეტი ჩართულობა სიმპოზიუმებში, მითუმეტეს, როდესაც მოდერატორები არიან საერთაშორისო გამოცდილების სპეციალისტები, რადგან დღეს მედიცინას მეტი ინოვაცია და უცხოური გამოცდილება ესაჭიროება. მნიშვნელოვანია, როდესაც სიმპოზიუმის მონაწილე ექიმები რეგიონიდან ჩამოდიან და პირდაპირ ხდება მათთვის ინფორმაციის მიწოდება შემდგომი გამოყენების პრაქტიკით. ასევე ძალიან მნიშვენლოვანია, ყურადღება მიექცეს ცხოვრების ჯანსაღს წესს, რომელიც სხვადასხვა დაავადების განვითარების თავიდან ასაცილებლად და ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაძლიერებისკენაა მიმართული. ორგანიზმზე გარემო ფაქტორების უარყოფითი ზეგავლენა გაიზარდა და ამ სახის ცვლილებები უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე. გათვალისწინებული უნდა იყოს ალოპათიური პრეპარტების უსაფუძვლო მიღება, რაც ადამიანის ორგანიზმზე ტოქსიურად მოქმედებს“, - განაცხადა ბესიკ შამუგიამ.

 

მისივე თქმით, მსგავსი სახის ღონისძიებები ევროპის არაერთ ქვეყნაში ტარდება. ახლო მომავალში მსგავსი ღონისძიებები საქართველოს სხვა ქალაქებშიც ჩატარდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge