png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ მოძრაობა „მადლიან საქართველოს“ ფარგლებში სააღდგომო საქველმოქმედო აქციას მართავს

  • საზოგადოება
  • 23.04.2016
  • 13:12
სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ მოძრაობა „მადლიან საქართველოს“ ფარგლებში სააღდგომო საქველმოქმედო აქციას მართავს

სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ სახალხო მოძრაობა „მადლიან საქართველოს“ ფარგლებში სააღდგომო საქველმოქმედო აქციას მართავს და ერთგულ მომხმარებელთან ერთად ვაკის, საბურთალოსა და რუსთაველის ობიექტებზე განთავსებულ „მადლიან კალათებში“ სურსათ-სანოვაგეს შეაგროვებს მათთვის, ვისაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის სათანადოდ აღნიშვნის შესაძლებლობა არ აქვს და სოციალურად დაუცველია. ვაკის „სმარტში“ პარალელურად სოციალურად დაუცველ ბავშვებს შესაძლებლობა ქონდათ საკვირაო სკოლა "რებუსთან“ ერთად სააღდგომო დეკორაციები შეექნათ.

„სუპერმარკეტების ქსელი “სმარტი“ აღდგომის დღესასწაულისთვის განსაკუთრებულად ემზადება. ერთგული მომხმარებლისთვის უამრავი უგემრიელესი შეთავაზება და მიმზიდველი აქცია გვაქვს, მაგრამ გვინდა უყურადღებოდ არც ის ადამიანები დავტოვოთ, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა უსახსრობის გამო აღდგომას სადღესასწაულო განწყობა სრულყოფილად შეიგრძნოს. ამიტომ ერთგულ მომხმარებელთან ერთად „მადლიან კალათას“  საჭირო სურსათ-სანოვაგით ავავსებთ და მივცემთ მათ შესაძლებლობას ბრწყინვალე დღესასწაული სათანადოდ აღნიშნოს“, აცხადებენ „სმარტში“

სახალხო მოძრაობა „მადლიან საქართველოს“ მიზანია სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის ხელშეწყობა, ნებელობითი სოციალური სოლიდარობის ტრადიციების ჩამოყალიბება, ქართულ საზოგადოებაში ევროპული სოლიდარული ღირებულებების დამკვიდრება, რათა საქართვეოში ადამიანები უზრუნველყოფილნი იყვნენ საარსებო პირობებითა და საკვებით.

„სახალხო მოძრაობა „მადლიანი საქართველო“ კვლავ განაგრძობს აქციებს „დააპურე საქართველო“ თბილისს, ბათუმსა და ქუთაისში და  მოუწოდებს მსხვილი და საუბნო მარკეტების მფლობელებს თავიანთ მაღაზიებში მოაწყონ „მადლიანი კუთხე“, თარო, მაგიდა ან მაცივარი სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ დატოვონ  სურსათი იმათთვის ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ და გაულამაზოთ აღდგომა სოციალურად გაჭირვებულებს. სიკეთე ძალაა, ძალა ერთობაშია, ჩვენ ვართ ძალა, ჩვენ ერთად დავამარცხებთ შიმშილს“ განაცხადა „მადლიანი საქართველოს“ პრესს–მდივანმა  ვერონიკა სიჭინავა–გოლდმანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge