png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ნარმანიამ ივანიშვილის ბოტანიკური ბაღის მიწის ნაკვეთი გადასცა

  • პოლიტიკა
  • 26.04.2016
  • 12:38
ნარმანიამ ივანიშვილის ბოტანიკური ბაღის მიწის ნაკვეთი გადასცა

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-თბილისის“ თავჯდომარის ირაკლი აბესაძის განცხადებით, ივანიშვილმა ნარმანიას ხელშეწყობით მიისაკუთრა ბოტანიკური ბაღის საკუთრებაში არსებული 40 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ამის შესახებ ინფორმაციას აბესაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ავრცელებს.

„ბიძინას თავხედობა, სიხარბე და ,,ქართული ოცნების", თბილისის მერიის მონური მორჩილება უსაზღვრო აღმოჩნდა:
1. ივანიშვილმა ნარმანიას ხელშეწყობით მიისაკუთრა ბოტანიკური ბაღის საკუთრებაში არსებული 40 000 კვ.მ-მდე მიწის ნაკვეთი. 
2. ამ და მიმდებარედ არსებულ ნაკვეთზე ჯამურად 390 000 კვ.მ ლანდშაფტურ-სარეკრეაციო, აქტიური გამწვანების ზონაში დაუშვა მშენებლობა.
3. მერიას შეაცვლევინა და და გადაიტანა კრწანისი-შინდისის მშენებარე გზა, რომლის გამოც უკვე მოჭრილი და გადარგულია 550-მდე ხე, დახარჯული თითქმის 700 000 ლარი იქ არსებული გაზის მილის გადასატანად. აღმოჩნდა, რომ ბუნება გაიჩეხა და საბიუჯეტო სახსრები დაიხარჯა მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინას რეზიდენციის მშენებლობისთვის გათავისუფლებულიყო პოლიგონი. სხვათაშორის ადგილზე თითქოს სადაც გზის მშენებლობა გადაიტანეს დამატებით 700 ხე უნდა მოიჭრას და გადაირგოს.

მოკლედ, ბიძინამ მიიტაცა და ნადგურდება 390 000 კვ.მ ლანდშაფტური დაცვის ზონა, მათ შორის ბოტანიკური ბაღის ტერიტორია, იჩეხება ათასობით ხე და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინამ ახალი სახლი აიშენოს. ამ კაცს მხოლოდ საკუთარი, პირადი სიხარბე ამოძრავებს და ეს უკვე ძალიან მავნებლურ, საშიშ მასშტაბებშია გადაზრდილი.

P.S. ეს ყველაფერი სამწუხაროდ უკვე დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტებია", - წერს ირაკლი აბესაძე.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge