png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

დავით უსუფაშვილი: ჩვენი გზავნილი აფხაზ და ოს მოქალაქეებთან არის - “ერთად ევროპაში”

  • პოლიტიკა
  • 27.04.2016
  • 10:03
დავით უსუფაშვილი: ჩვენი გზავნილი აფხაზ და ოს მოქალაქეებთან არის - “ერთად ევროპაში”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს კანონში „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ ცვლილებები ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით მას შემდეგ განხორციელდება, რაც ისინი დაინახავენ, რომ ევროპული საქართველო მათთვის უსაფრთხო, წარმატების მიღწევისა და კულტურული იდენტობის შენარჩუნების გარემოა.

“ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონში ამ მიმართულებით, ამ ტერიტორიების და მისი მოსახლეების ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ცვლილებები იქნება მას შემდეგ და მაშინ, როდესაც აფხაზი და ოსი ჩვენი თანამოქალაქეები დაინახავენ რომ მათთვის უკეთესია ერთიან საქართველოსთან ერთად ევროპაში ინტეგრირება და არა იმ პროექტში მონაწილეობა, რომელიც მათ გაცილებით უარეს პრობლემებს უქმნის, ვიდრე მათ წარმოედგინათ ოდესმე საქართველოში მათი ყოფნისას. ასე რომ, ჩვენი გზავნილი აფხაზ და ოს მოქალაქეებთან არის - “ერთად ევროპაში” . პრემიერ-მინისტრიც ამაზე საუბრობს, მეც ამაზე ვსაუბრობ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალვე აქ რამე შეიცვლება, ეს შეიცვლება მაშინ, როდესაც დაინახავს ეს ხალხი და ეს არ იქნება ორ თვეში, ამას დრო დასჭირდება, რომ ევროპული საქართველო, ევროპაში სრულად ინტეგრირებული საქართველო ეს არის მათთვის უსაფრთხო გარემო, ეს არის მათთვის წარმატების მიღწევის გარემო, ეს არის მათთვის და მათი შთამომავლებისთვის როგორც კულტურული იდენტობის, ასევე ოჯახური, ეროვნული და ადამიანური ამოცანების შესრულების ყველაზე მოკლე გზა. აი მაშინ ეს ყველაფერი მოხდება. პრემიერ მინისტრიც და მეც ამას ვამბობთ, მივმართავთ მათ - “ერთად ევროპისკენ”, სხვა შემთხვევაში, პრობლემები ექნებათ მათაც და ჩვენც“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge