png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის კონფერენცია

  • პოლიტიკა
  • 27.04.2016
  • 13:51
ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის კონფერენცია

სასტუმრო “Rooms Hotel”-ში ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის მე-4 ყოველწლიური კონფერენცია დაიწყო. კონფერენცია საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ გახსნა. 

კონფერენციაზე პროფესიული განვითარების პროგრამების დელეგატები და საჯარო მოხელეები, ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენლებთან ერთად საჯარო სექტორში არსებულ მდგომარეობას, მიმდინარე რეფორმებს და საქართველოში საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს განიხილავენ. 
ღონისძიების მიზანია ქართველ საჯარო მოხელეებს მიეცეს საშუალება გაიღრმავონ ცოდნა და გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება უსაფრთხოების სექტორის მთავარი გამოწვევების, საჯარო სამსახურის რეფორმების წარმატებით განხორციელებისთვის საჭირო ნაბიჯების, მართვის თანამედროვე მეთოდებისა და საკუთარი უწყვეტი პროფესიული ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით.

„გამართული საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება სახელმწიფოს მშენებლობის განუყოფელი ნაწილია. ჩვენი საჯარო სამსახურის გამართვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა თეთრი, რომელიც ჩაიდება ტრენინგებში და ცოდნის გაზიარების საქმეში. დღევანდელი კონფერენციის მიზანი იყო შეგვეჯამებინა ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) საქმიანობა. ასევე გველაპარაკა იმ სფეროებზე, რომლებიც გამოწვევად რჩება და რომელზეც მომავალ დეკადაში გავამახვილებთ ყურადღებას. შეიძლება მომავალში PDP-მ აღარ იარსებოს თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებაში ზუსტად იმ ფორმით, როგორც არსებობს, მაგრამ იქნება ნატოს ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა. ეს ის სკოლა იქნება, რომელიც შეითავსებს ამ ფუნქციას, რომ გააძლიეროს ჩვენი საჯარო მოხელეები და ცოდნა გაუზიაროს მათ რეგიონში და საერთაშორისო არენაზე,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

ყოველწლიური კონფერენცია 200-მდე სტუმარს მასპინძლობს. კონფერენციის ბოლოს ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის გამოფენა გაიმართება, სადაც დელეგატები პროგრამის და ქართველი პარტნიორების ერთობლივი წარმატებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას შეძლებენ. ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამა სატრასტო ფონდია, რომელიც ალიანსის ქვეყნებიდან ფინანსდება. მისი მიზანია, საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების და მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერის გზით ხელი შეუწყოს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge