png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

კახა კოჟორიძე და თენგიზ ფხალაძე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის დელეგაციას შეხვდნენ

  • პოლიტიკა
  • 27.04.2016
  • 14:56
კახა კოჟორიძე და თენგიზ ფხალაძე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის დელეგაციას შეხვდნენ

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძე „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის“ (FIDH) დელეგაციას და „კოალიციას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის“ შეხვდა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას და წარმოებული გამოძიების მნიშვნელობას ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით.

კახა კოჟორიძის განცხადებით, შეხვედრისას აღინიშნა, რომსაქართველო მიესალმება გამოძიების პროცესს და გამოხატავს სრულ მზადყოფნას ითანამშრომლოს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან, მიაწოდოს ყველა რელევანტური ინფორმაცია, რაც სასამართლოსათვის იქნება საინტერესო. 

შეხვედრისას ისაუბრეს გამოძიების პოლიტიკურ მნიშვნელობაზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ გამოძიებას ახლავს იმ სირთულეებიდან გამომდინარე, რომ საქართველო ვერ ახორციელებს კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და შესაბამისად, მოკლებულია შესაძლებლობას გამოძიება სრულად წარმართოს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge