png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

28 აპრილი სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა

  • საზოგადოება
  • 28.04.2016
  • 10:07
28 აპრილი სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა

28 აპრილი სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა.

დასაქმებულთა უსაფრთხო და ღირსეული შრომის პირობებისთვის ბრძოლას მრავალი პროფკავშირული აქტივისტი შეეწირა. მათ შორის 1881 წლის 1 მაისს ჩიკაგოში.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ეხმიანება ამ ორ მნიშვნელოვან მოვლენას და ტრადიციულად, საპროტესტო აქციით აღნიშნავს.  საპრტოესტო აქციაზე დასაქმებულები ხელისუფლებისგან რეალური, ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნას მოითხოვენ, რომელმაც უნდა გააკონტროლოს შრომის უსაფრთხოების, სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობის დაცვის და შრომის სამართლიანი პირობების შესრულება დამსაქმებელთა მხრიდან.

პროფკავშირების წარმომადგენლები, 28 აპრილს,  11:00 საათზე, თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან და საზოგადოებას შეახსენებენ იმ უბედური შემთხვევების შემაძრწუნებელ სტატისტიკას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში დაფიქსირდა. საუბარია სამუშაო ადგილზე ასობით დაღუპულსა და მძიმედ დაშავებულზე, ასევე იმ აუცილებელ პრევენციულ ღონისზიებებზე, რომელიც მთავრობამ უნდა მიიღოს.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსერთობლივიმონაცემებით 2007-2015 წლებში ქვეყნის მასშტაბით საწარმოო ტრავმებისგან 356 დასაქმებულიდაიღუპა და 642 მძიმედ დაშავდა, მხოლოდ 2015 წელს გარდაიცვალა 42 და მძიმედ დაშავდა 80 ადამიანი.უნდააღინიშნოს, რომ ეს ოფიციალური სტატისტიკა არ ასახავს სრულ სურათს, რადგან საწარმოოშემთხვევებისშედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი ბევრად მეტია და მას შრომის კომპეტენტური ორგანო უნდა აღრიცხავდეს. ასეთი ორგანო მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებში შრომის ინსპექციაა, რომელიც საქართველოში მიუხედავად ორწლიანი ფორმალური არსებობისა - კვლავაც უფუნციო და არაეფექტურია.

შესაბამისად, საქართველოს პროფკავშირები დასაქმებულთა უფლებების ცივილიზებული სამყაროს მსგავსად, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით მოითხოვს:

1) 8 საათიან გარანტირებულ სამუშაო დღეს;

2) ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების დისკრიმინაციული წესის შეცვლას;

3) დასაქმებული ქალების შრომითი უფლებების გაუმჯობესებას;

4) ახალგაზრდების დასაქმებას და მათი შრომითი უფლებების დაცვას;

5) უმუშევრობის შემწეობის დაწესებას;

 6) საწარმოო უბედური შემთხვევების დაზღვევის შესახებ კანონს;

7) პროფკავშირული აქტივისტების დევნის შეწყვეტას;

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge