png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მარნეულში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია საერთაშორისო სტანდარტებით აღიჭურვა

  • საზოგადოება
  • 28.04.2016
  • 13:14
მარნეულში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია საერთაშორისო სტანდარტებით აღიჭურვა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან,  ნიკოლას ბერლინერთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად  სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარნეულის რეგიონულ ლაბორატორიას ეწვია.

აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ ერთობლივი ბიოლოგიური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 11 ლაბორატორიის შენობა განახლდა და საერთაშორისო დონის აპარატურითა და სადიაგნოსტიკო საშუალებებით აღიჭურვა. მარნეულის ლაბორატორია წარმოადგენს ბოლო ობიექტს, სადაც აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ აღდგენა-აღჭურვის სამუშაოები განახორციელა.

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ლაბორატორიაში დასრულებული სამუშაოები შეაჯამა და რეგიონში მსგავსი დონის ლაბორატორიის ფუნქციონირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

აშშ-სა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, 2006 წელს ლაბორატორიის ნაწილი გარემონტდა და თანამედროვე აპარატურით განახლდა,  ხოლო 2015 წელს აშენდა ახალი შენობა და აღიჭურვა თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რის შედეგადაც,  ლაბორატორია ბიოუსაფრთხოების მეორე დონის შესაბამისი გახდა.    მარნეულის რეგიონულ ლაბორატორიაში დანერგილია ISO 9001-2008 ხარისხის მართვის სისტემა. პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაში დიდი წვლილი შეიტანა ბიოუსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ჩატარებულმა სისტემატურმა სწავლებებმა.

2016 წლის თებერვალში, საერთაშორისო აღიარების მქონე მააკრედიტებელი ორგანოს (ANAB) მიერ მარნეულის ლაბორატორიას ISO 17025 სტანდარტზე მიენიჭა აკრედიტაცია, რაც საერთაშორისოდ აღიარებულს ხდის ჩატარებული გამოკვლევის შედეგებს.

საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების თვალსაზრისით,  ქვემო ქართლი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რეგიონია. წარმოებაში ერთ-ერთი წამყვანი დარგი მეცხოველეობაა, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ცხოველების ჯანმრთელობის მუდმივი კონტროლი. ლაბორატორიაში განსაკუთრებით საშიში პათოგენით გამოწვეული ცხოველთა დაავადებების, ასევე  ბრუცელოზის, ჯილეხის, მასტიტის, ნიუკასლისა და სხვა დაავადებების დიაგნოსტიკა ხორციელდება. 2016 წლის I კვარტალში ლაბორატორიამ 24 933 ნიმუში გამოიკვლია.

ლაბორატორია  ქვემო ქართლის 7 მუნიციპალიტეტს (მარნეული, წალკა, დმანისი, თეთრიწყარო, ბოლნისი, გარდაბანი და რუსთავი) ემსახურება. ასევე, შესაძლებლობა აქვს სასაზღვრო პუნქტების, კერძოდ,  ვახტანგისის, წითელი ხიდის, სადახლოსა და გუგუთის ტერიტორიაზე განსაკუთრებით საშიში პათოგენით გამოწვეული ცხოველების დაავდების გავრცელების რისკის მომენტში, ლაბორატორიული კვლევების კომპონენტში  მიიღოს მონაწილეობა.

მარნეულის რეგიონული ლაბორატორია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების  წარმომადგენლებმა, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ, კახაბერ გუგეშაშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის წევრებმა და გამგებელმა, მერაბ თოფჩიშვილმა  დაათვალიერეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge