png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ოთარ დანელია ქრისტინა კასელას შეხვდა

  • საზოგადოება
  • 28.04.2016
  • 15:25
ოთარ დანელია ქრისტინა კასელას შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ დანელიას საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ახალი ატაშე, ქრისტინა კასელა წარუდგინა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა სახელმწიფოსთვის აგრარული დარგის პრიორიტეტულობის საკითხზე, სამინისტროს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრა და ყურადღება სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020 წლებზე გაამახვილა.

მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ  შეთანხმების (DCFTA) მნიშვნელობისა და აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის საკითხებზე.

„ENPARD 1-ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის) ფარგლებში ევროკავშირის მიერ 52 მლნ ევრო გამოიყო, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას მოხმარდა. სახელმწიფოს ძალისხმევითა და პარტნიორ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით, შესრულდა ნაკისრი ვალდებულებები, რასაც  ENPARD 2 ფაზის დაწყება მოჰყვა, რაც დარგში დამატებით 50 მლნ ევროს კონტრიბუციას გულისხმობს. ყოველივე ზემოაღნიშნულისთვის, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას  და წევრი ქვეყნის მთავრობებს“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

როგორც ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა შეხვედრაზე აღნიშნა, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის თანმიმდევრულ განვითარებას. ელჩის განცხადებით, ევროკავშირი გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს საინფორმაციო კამპანიის წარმოებაში, რათა თითოეულ გლეხთან და ფერმერთან მიტანილ იქნეს იმ სიკეთეების შესახებ, რასაც ასოცირების შესახებ შეთანხმება მოუტანს საქართველოს.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხატია წილოსანი ესწრებოდნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge