png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

გიორგი მღებრიშვილი უნგრეთის შს მინისტრს შეხვდა

  • საზოგადოება
  • 29.04.2016
  • 12:00
გიორგი მღებრიშვილი უნგრეთის შს მინისტრს შეხვდა

ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი თავის უნგრელ კოლეგას, შანდორ პინტერს შეხვდა.
შს მინისტრებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების და სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
შანდორ პინტერმა გიორგი მღებრიშვილს უნგრეთის შს სამინისტროს სტრუქტურაზე, მის ფუნქცია-მოვალეობებზე, სტრატეგიასა და მიზნებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც უნგრეთის შს მინისტრმა აღნიშნა, ბოლო პერიოდის მანძილზე საქართველოსა და უნგრეთის საპოლიციო თანამშრომლობა მყარ საფუძველზე დგას. „რასაც ამ თანამშრომლობის შედეგად მივაღწიეთ, ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ჩვენი სურვილია, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. მზად ვართ, მხარდაჭერა აღმოგიჩინოთ ნებისმიერი მიმართულებით. სიამოვნებით გაგიზიარებთ და თქვენგანაც გავიზიარებთ სხვადასხვა ინფორმაციასა და გამოცდილებას“, - განაცხადა შანდორ პინტერმა.
შეხვედრაზე უნგრეთის შს მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს წარმატებას გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის - „112“ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ უნგრეთმა, ანალოგიური ცენტრის შექმნისას, მისი მაგალითით იხელმძღვანელა. თავის მხრივ, შანდორ პინტერმა გიორგი მღებრიშვილს საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში უნგრული გამოცდილების გაზიარება შესთავაზა.
საქართველოს შს მინისტრმა უნგრელ კოლეგას ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული, წარმატებული რეფორმები გააცნო და საქართველოს შს სამინისტროს მიერ ევროპის პოლიციის სამსახურთან (EUROPOL) თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით მიღწეულ შედეგზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმების განხორციელებას, რათა კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს“, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა, - „მზად ვართ, ჩვენი ურთიერთობა უნგრეთთან ახალ საფეხურზე გადავიდეს. დანაშაული, ხშირ შემთხვევაში, სცდება ერთი ქვეყნის ფარგლებს. ამიტომ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მთავარი არა მხოლოდ დანაშულის აღკვეთა, არამედ - მისი პრევენციაა. სწორედ ამ მიზნით, ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა ხშირად გადამწყვეტია“.
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის დანაშაულის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 2012 წელს ხელმოწერილი შეთანხმების მნიშვნელობაზე, რომელიც სამართლდაცვით სფეროში თანამშრომლობის ყველა ასპექტს მოიცავს და ურთიერთობების განვითარების მყარ საფუძველს ქმნის.
საქართველოსა და უნგრეთის შს მინისტრებმა ორი ქვეყნის საპოლიციო აკადემიებს შორის საგანმანათლებლო მიმართულებით დაგეგმილ თანამშრომლობაზეც ისაუბრეს.
გიორგი მღებრიშვილმა შანდორ პინტერსა და უნგრეთის მთავრობას საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და უნგრელი კოლეგა ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მიიწვია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge