png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

შსს-ს თანამშრომლებმა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე გამართულ ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა

  • საზოგადოება
  • 03.05.2016
  • 10:33
შსს-ს თანამშრომლებმა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე გამართულ  ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე გამართულ რეგიონალურ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროსა (INL) და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) ორგანიზებით, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“  ჩატარდა.
სწავლების მიზანი იყო ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, ამ მიმართულებით თანამედროვე მეთოდების გაანალიზება და განხილვა, სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი უწყების წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარება.
ნარკოტიკების  წინააღმდეგ  ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA)  სასწავლო აკადემიის ინსტრუქტორებმა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მეთოდების, საერთაშორისო დანაშაულის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შემთხვევების, ორგანიზაციული საკითხების, ოპერატიული ღონისძიების დაგეგმვის და საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმოხილვის შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.
ტრენინგში, ქართველ სამართალდამცველებთან ერთად, პარტნიორი ქვეყნების – ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, უკრაინის, ბულგარეთისა და რუმინეთის შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სწავლების დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილეს შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge