png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თიბისი ბანკის მხარდაჭერით შექმნილი ფილმი ლოს ანჯელესის საერთაშორისო კონოფესტივალზეა წარდგენილი

  • პოლიტიკა
  • 03.05.2016
  • 10:45
თიბისი ბანკის მხარდაჭერით შექმნილი ფილმი ლოს ანჯელესის საერთაშორისო კონოფესტივალზეა წარდგენილი

 

თიბისი ბანკის მხარდაჭერით შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმების წარმატება გრძელდება. ამჯერად, ახალგაზრდა რეჟისორის, გიორგი წილოსანის ფილმი „მზადება“ ლოს ანჯელესის საერთაშორისო კინოფესტივალზეა წარდგენილი.

ფილმი, რომლის პროდიუსერები ლაშა ხალვაში და სულიკო წულუკიძე არიან, ფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს.

„მზადება” პატარა სოფელში მცხოვრები ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ერთ საღამოს ბებია ავად ხდება,  ექიმის დიაგნოზი კი ოჯახში დაძაბულობას ამძაფრებს...

გიორგი წილოსანის  „მზადება“ იმ 6 მოკლემეტრაჟიან ფილმებს შორის ერთ-ერთია, რომლებიც თიბისი ბანკის თანადაფინანასებით შეიქმნა. ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც ქვეყანაში კონემატოგრაფიის განვითარების მიზნით სახელმწიფო სუბსიდიასთან ერთად კინოწარმოებაში კერძო ბიზნესი ჩაერთო.

ფილმის პრემიერია 2015 წლის ივლისში ეროვნული კინოცენტრისა და თიბისი ბანკის მხარდაჭრით შედგა და მას შემდეგ არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ჯილდო მოიპოვა. (მთავარი პრიზი ბოსფორის საერთაშორისო კინოფესტივალზე და ჟიურის სპეციალური პრიზი ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე BIAFF).

ლოს ანჯელესის ყოველწლიური საერთაშორისო კინოფესტივალი, სადაც წელს ქართული ფილმია წარდგენილი, საერთაშორისო დოკუმენტურ, მხატვრულ და  მოკლემეტრაჟიან ფილმებს აერთიანებს. ფესტივალი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1995 წლიდან იმართება და მას ყოველწლიურად  90 000-ზე მეტი კინომოყვარული ესწრება.

ფესტივალი წელს პირველ ივნისს დაიწყება და ის 9 ივნისამდე გაგრძელდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge