png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თეა წულუკიანი: არ გვაქვს უფლება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოქალაქეები საარჩევნო სიაში არ მოვახვედროთ

  • პოლიტიკა
  • 03.05.2016
  • 11:00
თეა წულუკიანი: არ გვაქვს უფლება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოქალაქეები საარჩევნო სიაში არ მოვახვედროთ

სერვისების განვითარების სააგენტო ცესკო-ს პოტენციური ამომრჩევლის სიას აწვდის, ჩვენ არ გვაქვს უფლება, ამ სიაში არ მოვახვედროთ  ადამიანები, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩნენ. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ისინი, დიახ, არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, თუმცა დროებით გაწყვეტილია მათთან კავშირი, მაგრამ დადგება დრო და მიიღებენ საყოველთაო არჩევნებში მონაწილეობას. ისინი არიან და მუდმივად იქნებიან საარჩევნო სიაში“,-აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

ამასთან, წულუკიანის თქმით,  პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში არის ყველა  მოქალაქე ვინც წასულია საზღვარგარეთ, თუმცა არ აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა მიღებული.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მათ ვგულისხმობთ პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში და არავის აქვს უფლება,  მათ საარჩევნო ხმის უფლება წაართვას. ამდენად, თუ „საქსტატმა“ დაითვალა იმ მოქალაქეთა რაოდენობა , რომლებიც მოცემულ დღეს იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), ჩვენ  ასე არ ვითვლით. ჩვენ ვითვლით  საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც არჩევნების დღისთვის საარჩევნო ხმის უფლების მქონეა“,-განმარტა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტომ ცესკო-ს პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზა გადასცა.სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკო-სთვის 1 მაისის მდგომარეობით გადაცემულ სიაში 3,53 მილიონი პოტენციური ამომრჩეველია. ამ სიაში არიან როგორც საქართველოში, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მცხოვრები, ასევე საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასული  სრულწლოვანი პირები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქის სამართლებრივი სტატუსი აქვთ. გადაცემულ სიაში ასევე შედიან ის ამომრჩევლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან მისამართის მითითების გარეშე (ე.წ. უმისამართოები, სულ 30 298 პირი).

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge