png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

აპრილში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0,6 % შეადგინა

  • პოლიტიკა
  • 03.05.2016
  • 11:21
აპრილში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0,6 % შეადგინა

2016 წლის აპრილში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0,6 პროცენტი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე) 3,2 პროცენტი შეადგინა. 2010 წლის საშუალოსთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი 17,0 პროცენტით გაიზარდა

მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0,7 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,23 პროცენტული პუნქტით აისახა. აღნიშნული კლება უმეტესწილად განპირობებული იყო ფასების შემცირებით შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-6,0 პროცენტი) და ბოსტნეული და ბაღჩეული (-2,2 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები შემცირდა 1,9 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,19 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (-7,2 პროცენტი);

ფასების 1,6-პროცენტიანი მატება დაფიქსირდა ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფზე, რამაც 0,10 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა თვიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები ძირითადად გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე (2,5 პროცენტი).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 14,7 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,89 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების ზრდა ძირითადად დაფიქსირდა თამბაქოს ნაწარმის ქვეჯგუფზე (22,6 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 7,5 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,72 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები ძირითადად მომატებულია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების (10,2 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (10,3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 1,9 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,58 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღსანიშნავია ფასების მნიშვნელოვანი მატება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (14,9 პროცენტი) და ზეთი და ცხიმი (7,8 პროცენტი). ფასების შემცირება დაფიქსირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-9,3 პროცენტი);

ფასები 6,1 პროცენტით შემცირდა ტრანსპორტის ჯგუფზე, რაც -0,75 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში. ფასები ძირითადად შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-15,7 პროცენტი). ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (1,4 პროცენტი).

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge