png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მიხეილ ჯანელიძე 16 გერმანელ ჟურნალისტს შეხვდა

  • საზოგადოება
  • 03.05.2016
  • 16:46
მიხეილ ჯანელიძე 16 გერმანელ ჟურნალისტს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე 16 გერმანელ ჟურნალისტს შეხვდა, რომლებიც 1-5 მაისს საქართველოს საინფორმაციოტურის ფარგლებში ეწვივნენ.

მინისტრმა ჟურნალისტებთან ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებსა და  ქვეყნის განვითარების  მიმართულებებზე. 

მიხეილ ჯანელიძემ გერმანელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკურიინტეგრაციის დღის წესრიგზე,  იმ პროგრესზე, რასაც ქვეყანამ ამ მიმართულებით მიაღწია და ხაზი გაუსვა, რომ   ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესისწარმატებით დასრულება  მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის  პროცესში. მან ისაუბრა ასოცირებისშეთანხმების ფარგლებში ევროკავშირთან წარმატებულ თანამშრომლობაზე, მათ შორის სავაჭრო ეკონომიკური მიმართულებით, რის შედეგადაც  ევროკავშირი დღეს საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია.  მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ევროპული ინტეგრაციაქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და იგი უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ და სტაბილურ განვითარებას.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის გეოპოლიტიკურმნიშვნელობაზე, რაც, მისი განცხადებით  ქვეყნის ისტორიული როლია და საქართველოს მთავრობა დღეს მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს,აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს შესაძლებლობების უკეთ წარმოსაჩენად.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან.

გერმანელ ჟურნალისტთა საინფორმაციო ტური საქართველოში ხორციელდება ბერლინის პრეს-კლუბის, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაშისაქართველოს საელჩოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებითა და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისსაელჩოს თანამონაწილეობით. აღნიშნული ტურის მიზანია გერმანელი ჟურნალისტები უკეთ გაეცნონ საქართველოში არსებულ ვითარებას, მთავრობისსაქმიანობას, განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს, საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო გარემოს. ჯგუფში გაერთიანებული არიანბერლინის პრეს კლუბის წევრი ჟურნალისტები, რომლებიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წამყვან მედია საშუალებებს წარმოადგენენ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გერმანელ ჟურნალისტებს  გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიგი გიგიაძემ კახეთისრეგიონში უმასპინძლა. ჟურნალისტებმა მოინახულეს ბოდბეს მონასტერი და გაესაუბრნენ  მონასტერში მსახურ დედაოებს. მოგვიანებით მათდაათვალიერეს სიღნაღი.  ეწვივნენ შუხმანის ღვინის საწარმოს და ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციებს გაეცნენ. 

საინფორმაციო ტურის ფარგლებში ჟურნალისტები შეხვედრას გამართავენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისწარმომადგენლებთან, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და ქართველ კოლეგებთან.

გერმანელი ჟურნალისტები მოინახულებენ იუსტიციის სახლს, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრსა და 112-ის სერვისცენტრს.

ჟურნალისტთა ჯგუფი ასევე ეწვევა სოფელ ასურეთს (უძველესი გერმანული დასახლება საქართველოში), სადაც ადგილზე გაეცნობა სოფლისსარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას.

ვიზიტის ფარგლებში გერმანელ ჟურნალისტებს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II მიიღებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge