png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

გიორგი მარგველაშვილი: ჩვენი შეარაღებული ძალები აძლიერებენ ჩვენი ქვეყნის იმიჯსა და გლობალურ სტაბილურობას

  • საზოგადოება
  • 04.05.2016
  • 12:37
გიორგი მარგველაშვილი: ჩვენი შეარაღებული ძალები აძლიერებენ ჩვენი ქვეყნის იმიჯსა და გლობალურ სტაბილურობას

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 25 წლის იუბილემიულოცა.

საქართველოს პრეზიდენტი IV მექანიზირებული ბრიგადის ტერიტორიაზე გამართულ საზეიმო ღონისძიებასდაესწრო და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა.

„25 წლის წინ, როდესაც ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით დამოუკიდებლები და დავიწყეთ ჩვენისახლემწიფოებრიობის  ხელახლა აღდგენა, ჩვენ გადავდგით მთავარი და სწორი ნაბიჯი - დავიწყეთ ძლიერიშეიარაღებული ძალების შექმნა.

ეს ნაბიჯი განპირობებული იყო იმ ისტორიული ლოგიკით, რომლითაც ჩვენი სახლემწიფო სამი ათასი წლისგანმავლობაში არსებობდა.

საუკუნეების განმავლობაში პატარა ქვეყანას, რომელიც იმპერიებს შორის იყო მოქცეული, სწორედ თავისიშეიარაღებული ძალებით და თავისი მებრძოლებით, შეეძლო დამოუკიდებლობის და თავისი იდენტობისშენარჩუნება. ამ უმნიშვნელოვანესი და გმირული ტრადიციის გამგრძელებლები ხართ თქვენ დღეს.

თქვენ დღეს აგრძელებთ იმ წინაპრების ბრძოლას, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა 21-ე საუკუნემდე მოიყვანეს.თქვენ, დღეს ამას აკეთებთ ამაყად, ჩვენი ჯარების პროფესიონალიზმის, თქვენი კვალიფიკაციიდანგამომდინარე,  არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხა წერტილში.

თქვენ აძლიერებთ ჩვენი ქვეყნის იმიჯს, გლობალურ სტაბილურობას და წინ სწევთ ჩვენს ქვეყანას.

ქართველი ხალხის სახელით, მინდა მადლობა გითხრათ ამ სამსახურისთვის. მინდა თავი დავხარო იმმებრძოლების წინაშე, რომლებიც დღეს აქ არ დგანან, მაგრამ ბუნებრივია, მათი საქმე და მათი სულები აქარიან, მომავლშიც იქნებიან და გააძლიერებენ ჩვენს სამშობლოს.

საქართველოს სახელმწიფო, თითოეული მოქალაქე მადლობელია იმისთვის, რომ მათ შეუძლიათ იმუშაონ,იღვაწონ, ქვეყანა ააშენონ და წინ წასწიონ იმ დემოკრატიულ რეფორმებში, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ,გამომდინარე იმ სამსახურიდან, რომელსაც თქვენ ეწევით.

თითოეული საქართველოს მოქალაქის სახელით და საქართველოს სახელმწიფოს სახელით მადლობას გიხდითამ სამსახურისთვის.

მჯერა, რომ თქვენი მოწოდება, თქვენი უნარი, თქვენი ვაჟკაცობა, ის ტრადიციები, რომლებიც ჩვენ ყოველთვისგაგვაჩნდა, მომავალშიც წინ წასწევს საქართველოს.

ღმერთმა დალოცოს თქვენი საქმე და ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო საქართველო!" - განაცხადასაქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების 25 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდნენსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი,გენშტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინეიმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, შეიარაღებულიძალების სხვა წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge