png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

გიორგი მარგველაშვილი - ჩვენი შეარაღებული ძალები აძლიერებენ ჩვენი ქვეყნის იმიჯსა და გლობალურ სტაბილურობას

  • პოლიტიკა
  • 04.05.2016
  • 12:55
გიორგი მარგველაშვილი - ჩვენი შეარაღებული ძალები აძლიერებენ ჩვენი ქვეყნის იმიჯსა და გლობალურ სტაბილურობას

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 25 წლის იუბილე მიულოცა.

საქართველოს პრეზიდენტი IV მექანიზირებული ბრიგადის ტერიტორიაზე გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა.

„25 წლის წინ, როდესაც ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით დამოუკიდებლები და დავიწყეთ ჩვენი სახლემწიფოებრიობის  ხელახლა აღდგენა, ჩვენ გადავდგით მთავარი და სწორი ნაბიჯი - დავიწყეთ ძლიერი შეიარაღებული ძალების შექმნა.

ეს ნაბიჯი განპირობებული იყო იმ ისტორიული ლოგიკით, რომლითაც ჩვენი სახლემწიფო სამი ათასი წლის განმავლობაში არსებობდა.

საუკუნეების განმავლობაში პატარა ქვეყანას, რომელიც იმპერიებს შორის იყო მოქცეული, სწორედ თავისი შეიარაღებული ძალებით და თავისი მებრძოლებით, შეეძლო დამოუკიდებლობის და თავისი იდენტობის შენარჩუნება. ამ უმნიშვნელოვანესი და გმირული ტრადიციის გამგრძელებლები ხართ თქვენ დღეს.

თქვენ დღეს აგრძელებთ იმ წინაპრების ბრძოლას, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა 21-ე საუკუნემდე მოიყვანეს. თქვენ, დღეს ამას აკეთებთ ამაყად, ჩვენი ჯარების პროფესიონალიზმის, თქვენი კვალიფიკაციიდან გამომდინარე,  არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხა წერტილში.

თქვენ აძლიერებთ ჩვენი ქვეყნის იმიჯს, გლობალურ სტაბილურობას და წინ სწევთ ჩვენს ქვეყანას.

 ქართველი ხალხის სახელით, მინდა მადლობა გითხრათ ამ სამსახურისთვის. მინდა თავი დავხარო იმ მებრძოლების წინაშე, რომლებიც დღეს აქ არ დგანან, მაგრამ ბუნებრივია, მათი საქმე და მათი სულები აქ არიან, მომავლშიც იქნებიან და გააძლიერებენ ჩვენს სამშობლოს.

საქართველოს სახელმწიფო, თითოეული მოქალაქე მადლობელია იმისთვის, რომ მათ შეუძლიათ იმუშაონ, იღვაწონ, ქვეყანა ააშენონ და წინ წასწიონ იმ დემოკრატიულ რეფორმებში, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ, გამომდინარე იმ სამსახურიდან, რომელსაც თქვენ ეწევით.

თითოეული საქართველოს მოქალაქის სახელით და საქართველოს სახელმწიფოს სახელით მადლობას გიხდით ამ სამსახურისთვის.

მჯერა, რომ თქვენი მოწოდება, თქვენი უნარი, თქვენი ვაჟკაცობა, ის ტრადიციები, რომლებიც ჩვენ ყოველთვის გაგვაჩნდა, მომავალშიც წინ წასწევს საქართველოს.

ღმერთმა დალოცოს თქვენი საქმე და ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო საქართველო!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების 25 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენშტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge