png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

უნგრეთსა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობის კუთხით თანამშრომლობა გააქტიურდება

  • საზოგადოება
  • 04.05.2016
  • 16:04
უნგრეთსა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობის კუთხით თანამშრომლობა გააქტიურდება

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია  უნგრეთის მთავრობის კომისარს, დიულა ბუდაის შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის  გაღრმავების საკითხები განიხილეს.

ოთარ დანელიამ დეტალურად ისაუბრა საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების კუთხით მიმდინარე პროექტებზე, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალზე და ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ  საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა  ქვეყანას  საინვესტიციო  მიმართულებით კიდევ უფრო მიმზიდველს და პერსპექტიულს  ხდის. როგორც მინისტრმა განაცხადა,  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების  შემდეგ, ქართული პროდუქციისთვის ევროპის ბაზარი გაიხსნა.  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის  შესახებ შეთანხმების (DCFTA) ძალაში შესვლის შემდეგ, ქართული პროდუქციის ექსპორტის საერთო  მოცულობის 36 % ევროკავშირის ბაზარზე მოდის.

უნგრეთის მთავრობის კომისარმა, დიულა ბუდაიმ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავება მნიშვნელოვანია. საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციების განხორცელების მიმართულებით დაინტერესება უნგრული კომპანიების მხრიდან  უკვე არსებობს.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ უნგრეთ-საქართველოს შორის აგრარული მიმართულების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარე წლის ნოემბერში თბილისში გაიმართება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას  უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  საქართველოში შანდორ საბო და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდნენ. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნოდარ კერესელიძემ უნგრელ სტუმრებს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სოფლის მეურნეობის სამიეცნიერო-კვლევითი ცენტრის სამუშაო პროცესი გააცნო და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მარანი, ენოთეკა და ღვინის მუზეუმი დაათავლიერებინა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge