png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

კრწანისი - შინდისის დამაკავშირებელი გზის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებისთვის გათვალისწინებულია 125 დღე

  • საზოგადოება
  • 04.05.2016
  • 18:12
კრწანისი - შინდისის დამაკავშირებელი გზის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებისთვის გათვალისწინებულია 125 დღე

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის გივი კუბლაშვილის თქმით,  გზის მშენებლობა არ შეჩერებულა და არც მისი ძირითადი კონტური და მიმართულება არ შეცვლილა.

„გზის ძირითადი კონტური და მიმართულება არ შეცვლილა. მოხდა მხოლოდ გზის ღერძის გადატანა. ეს შეეხო მხოლოდ 5 კილომეტრიდან ერთ მესამედს, ანუ დაახლოებით ორ კილომეტრამდე მონაკვეთს, რომელმაც გადაიწია ფერდობის მხარეს. აქედან გამომდინარე,  მოხდა ქანობის დაწევაც, რომელის საშუალებითაც ამ გზაზე გადაადგილება უფრო მარტივი იქნება“,- განაცხადა გივი კუბლაშვილმა.

მისივე თქმით,  ახალი კონტრაქტის მიხედვით, გაზის მილი გადის იმ ორ კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელის კორექტირებაც მოხდა.

„ამ მილის გადატანა ხელს შეუწყობს იგივე ტერიტორიების განვითარებას. როდესაც ვიწყებთ ახალ პროექტებს, ყოველთვის ვითვალისწინებთ, თუ რა განვითარება შეიძლება მოყვეს ამ პროექტს. აქედან გამომდინარე, გაზის მილის გადმოტანა არის აუცილებელი, რათა მოხდეს მიმდებარე ტერიტორიის განვითარება“,- განაცხადა გივი კუბლაშვილმა.

კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა კრწანისი - შინდისის დამაკავშირებელი გზის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ახალი გზა მთლიანად განტვირთავს საავტომობილო მოძრაობას სოლოლაკში და კავშირი არ აქვს  პანორამა თბილისის მშენებლობასთან.

„კონკრეტულად განმუხტავს ისეთ წერტილს, როგორიც არის ამაღლების ქუჩა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს, ამ მონაკვეთში რომ რაიმე შეფერხება მოხდეს, მიმდებარე ტერიტორიებიდან თბილისზე წვდომა აღარ იქნება. ეს გზა განტვირთავს მოძრაობას შინდისში, წავკისში, კოჯორში. ეს გზა საერთოდ სხვა მხარეს გადის, პანორამა თბილისი კი  აბსოლუტურად სხვა მხარეს მდებარეობს. მათ შორის არანაირი კავშირი არ არის“,-განაცხადა გივი კუბლაშვილმა.

კრწანისი - შინდისის დამაკავშირებელი გზის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებისთვის, ხელშეკრულების მიხედვით, გათვალისწინებულია 125 დღე.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge