png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მიხეილ გიორგაძე „Check In Georgia” მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს ეხმიანება

  • პოლიტიკა
  • 04.05.2016
  • 18:32
მიხეილ გიორგაძე „Check In Georgia” მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს ეხმიანება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის - „Check In Georgia” მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს ეხმიანება:

„პირველ რიგში, ვისურვებდი, რომ ინფორმაცია კარგად გადამოწმდეს მის გაჟღერებამდე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პროექტ „ Check In Georgia”- ს ბიუჯეტი, არათუ 3 მილიონით, არამედ არც ერთი თეთრით არ გაზრდილა - უფრო მეტიც, ჯერ სრულად არც არის გამოყოფილი 29 მილიონი. თანხები ეტაპობრივად, საჭიროებისამებრ, გარკვეული ტრანშებით გამოიყოფა; აღნიშნული 3 მილიონი ერთ-ერთი მომდევნო ტრანში იყო, რომელიც თავიდანვე გათვალისწინებული იყო პროექტის ბიუჯეტში. არაერთხელ მითქვამს, რომ გაყიდული ბილეთებიდან და სასპონსორო პაკეტებიდან შემოსული თანხებით, ჩვენ ვაპირებთ მაქსიმალურად შევამციროთ ბიუჯეტზე დაწოლა", - განაცხადა გიორგაძემ.

მისი თქმით, კერძო სექტორის დაინტერესება ბუნებრივია ისეთი მასშტაბური პროექტით, როგორიც არის „Check In Georgia”

„ნებისმიერი პროექტის მიმართ, რომელსაც დიდი გამოხმაურება აქვს, როგორც საერთაშორისო ისე შიდა ბაზარზე, ბიზნესს აქვს ძალიან პრაგმატული ინტერესი, ყველას აქვს სურვილი მოხდეს მათი კომპანიის პოზიციონირება ამ პროექტის ფარგლებში. „Check In Georgia” გამონაკლისი არ არის; მან უპრეცედენტო დაინტერესება გამოიწვია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო არენაზე, შესაბამისად, დიახ, საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენები უერთდებიან ამ პროექტს - ეს არის ბიზნესის ძალიან ბუნებრივი სურვილი", - გააცხადა მიხეილ გიორგაძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge