png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 05.05.2016
  • 18:00
 გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს, ბორის სილევიჩს და კერსტინ ლუნდგრენს შეხვდა.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დადგენილებაზე, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს შეეხება. საქართველოს პრემიერ–მინისტრის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით და ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

შეხვედრაზე განიხილეს  საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების პროცესი და ხაზი გაესვა მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით მიღწეულ პროგრესს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებზე და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე. გამოთქვა იმედი, რომ საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში ჩაივლის. 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ქართული მხრიდან  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და პარლამენტის ვიცე–სპიკერი მანანა კობახიძე დაესწრნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge