png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

პრემიერი: რუსეთთან ჩვენი ურთიერთობები არის ჩიხში შესული და ვფიქრობ, ამ ჩიხიდან უნდა გამოვიდეთ

  • პოლიტიკა
  • 09.05.2016
  • 14:47
 პრემიერი: რუსეთთან ჩვენი ურთიერთობები არის ჩიხში შესული და ვფიქრობ, ამ ჩიხიდან უნდა გამოვიდეთ

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შესაძლო შეხვედრას გამოეხმაურა. მისი თქმით, თუ ასეთი გადაწყვეტილებები მომზადდება ისინი, უპირველეს ყოვლისა დაფუძნებული იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპზე.

"თუ ასეთი გადაწყვეტილებები მომზადდება, და ისინი, უპირველეს ყოვლისა, განამტკიცებს და დაფუძნებული იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპზე, რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით, რომ ასეთ შეხვედრაში მივიღოთ მონაწილეობა. მიხეილ ჯანელიძის განცხადება სწორედ ამას გამოხატავდა და ვფიქრობ, რომ არაფერი მოულოდნელი ამაში არ უნდა ყოფილიყო. ვფიქრობ, რუსეთთან გვჭირდება ურთიერთობის ნორმალიზაცია. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ურთიერთობები არის ჩიხში შესული და ვფიქრობ, ამ ჩიხიდან უნდა გამოვიდეთ. მაგრამ ამ ჩიხიდან უნდა გამოვიდეთ არა კომპრომისების ხარჯზე ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში, არამედ მაქსიმალური კონსტრუქტივიზმის ხარჯზე და სწორედ ამისკენ არის მიმართული ის არაერთი ფორმატი, რომელიც ჩვენ რუსეთთან ურთიერთობაში გვაქვს. ამიტომ მიხეილ ჯანელიძის განცხადება იყო აბსოლუტურად ადეკვატური და გასაკვირი ამაში არაფერია", - თქვა პრემიერმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ  რუს კოლეგასთან შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველო რუსეთთან საერთაშორისო დისკუსიებით განსაზღვრული ფორმატებით მუშაობს. მისი თქმით, ”შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში შესაძლოა რუს კოლეგა სერგეი ლავროვს შეხვდეს“. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge