png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს პრემიერ–მინისტრი თომას ჰამარბერგერს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 10.05.2016
  • 16:38
საქართველოს პრემიერ–მინისტრი თომას ჰამარბერგერს შეხვდა

საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და  სამომავლო პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სამხრეთ კავკასიაში  ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ექსპერტმა ადამიანის უფლებათა საკითხებში, თომას ჰამარბერგმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას. ყურადღება გამახვილდა  ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დადგენილებაზე, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზეადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს შეეხება.

„შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა პრემიერ–მინისტრთან, სადაც განვიხილეთ ადამიანის უფლებების მდგომარეობა. მე ვუთხარი პრემიერს, რომ მივემგზავრები სოხუმში, რათა შევაფასო ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება ადგილზე. ეს  იქნება მნიშვნელოვანი ანგარიშისთვის, რომელიც მოგვიანებით გამოიცემა. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები და ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე," – განაცხადა თომას ჰამარბერგმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერულითანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე დაესწრო.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge