png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ირაკლი კობახიძე: პაატა ბურჭულაძე „ნაციონალური მოძრაობის" სატელიტია

  • პოლიტიკა
  • 11.05.2016
  • 14:39
ირაკლი კობახიძე: პაატა ბურჭულაძე „ნაციონალური მოძრაობის" სატელიტია

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამის დასტურია ქალაქ ოზურგეთში, შუალედურ არჩევნებზე,  „ნაციონალური მოძრაობისა" და „საქართველოს განვითარების ფონდის" მიერ ერთობლივი კანდიდატის წარდგენა.

„ისინი ერთობლივად გეგმავენ და აწარმოებენ წინასაარჩევნო კამპანიას ამ კანდიდატის გასაყვანად"-განმარტა ირაკლი კობახიძემ.

პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, რომ ამ ორი სუბიექტის მიერ ერთობლივი კანდიდატის  წარდგენა „ქართულ ოცნებას" ხელს არაფერში უშლის და „ქართული ოცნება" დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.

„ორივე სუბიექტის მიერ ერთობლივად შერჩეულ კანდიდატს ქალაქ ოზურგეთში  ძალიან დიდი უპირატესობით დავამარცხებთ. ვიცით, როგორია მოსახლეობის მხარდაჭერა „ქართული ოცნების" მიმართ. სწორედ ეს გვაძლევს ამის თქმის საფუძველს"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, გარკვეულ პარტიებს შორის თანამშრომლობა მოსახლეობისთვის კიდევ უფრო აშკარა  არჩევნების წინ გახდება.

„ჩვენ ვხედავთ, როგორ თანამშრომლობენ კონკრეტული პარტიები. „ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს სატელიტი პარტიები. ეს არის აშკარა, ცხადი და კონკრეტული ფაქტებით დასტურდება. ძალიან მჭიდროა თანამშრომლობა ამ ეტაპზე „ნაციონალურ მოძრაობასა" და „თავისუფალ დემოკრატებს", „ლეიბორისტებს" შორის. სტრატეგიული თანამშრომლობა „ნაციონალურ მოძრაობასთან"  უკვე იმსახურებს ძალიან მძიმე შეფასებას, ვინაიდან ეს არის ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც  დამნაშავეა იმ უმძიმეს ცხრა წელიწადში, რაც გამოვიარეთ ჩვენ ყველამ ერთად"-დასძინა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge