png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

გიორგი მარგველაშვილი: საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, რადგან ასეა საჭირო სტაბილური მსოფლიოსათვის

  • პოლიტიკა
  • 11.05.2016
  • 18:14
გიორგი მარგველაშვილი: საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, რადგან ასეა საჭირო სტაბილური მსოფლიოსათვის

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ქართულ-ამერიკული სწავლება ,,ღირსეული პარტნიორი - 2016" გახსნა და სწავლებაში მონაწილე ქართველ, ამერიკელ და ბრიტანელ ჯარისკაცებს მიმართა.

"მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე ,,ღირსეული პარტნიორობის,, სწავლების დაწყება. დღეს ერთმანეთის გვერდით დგანან ჯარისკაცები, რომლებმაც სხვადასხვა საბრძოლო ოპერაციების დროს, თავისი ღირსებით, თავისი შემართებით, თავისი ბრძოლისუნარიანობით ასახელეს სამშობლო.

ესენი არიან ქართველი, შეერთებული შტატების და გაერთიანებული სამეფოს ჯარისკაცები. დღეს ეს ადამიანები სწორედაც, რომ ღირსეული პარტნიორობის, ღირსეული თანამებრძოლების სახით დგანან ქართულ მიწაზე,"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი სწავლება არის გაგრძელება იმ სწორი და მიზანმიმართული პოლიტიკისა, რომელიც ჩვენ ნატოს ალიანსის მიმართ დავსახეთ.

,,ჩვენ ვთქვით, რომ მეტი საქართველო იქნება ნატოში და მეტი ნატო საქართველოში და ამას ჩვენ ვახორციელებთ, როგორც საერთაშორისო მისიებში, ასევე ჩვენს მშობლიურ ტერიტორიაზე. საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. გახდება იმიტომ, რომ ამისთვის არაერთმა ქართველმა ჯარისკაცმა, არაერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა, ისევე როგორც მთელმა ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მტკიცე , მამაცი და თამამი ნაბიჯები გადადგა.

გახდება იმიტომ, რომ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ვდგავართ. გახდება იმიოტომ, რომ ასეა საჭირო უფრო სტაბილური, უფრო პერსპექტივაზე ორიენტირებული მსოფლიოსათვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ წარმატებას. ღმერთი ფარავდეს საქართველოს!"- მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სწავლებაზე შეკრებილ სამხედროებს.

საჩვენებელი სწავლების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა ის სამხედრო ტექნიკა დაათვალიერა, რომელიც სწავლებაში მიიღებს მონაწილეობას.

ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, გენშტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ქართულ-ამერიკული სწავლების ორგანიზატორები არიან საქართველოს შეიარაღებული ძალები და აშშ-ს ევროპული სარდლობა.ქართულ-ამერიკული სწავლება საქართველოში მეორედ ტარდება და მასში 1 300 სამხედრო მონაწილეობს, მათ შორის 500 ქართველი, 650 - აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის და 150 ბრიტანელი ჯარისკაცია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge