png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმებას

  • პოლიტიკა
  • 13.05.2016
  • 14:38
საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმებას

დღეს, ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და  საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო"შეთანხმებას. შეთანხმების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა. დოკუმენტს  საქართველოს მხრიდან  ხელიმოაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, ხოლო საუდის არაბეთის მხრიდან საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოსელჩმა, მესაად იბრაჰიმალ-სულაიმმა.

აღნიშნული ჩარჩო შეთანხმება წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის საფუძველს, რომელსაც შემდგომში მოჰყვებაორმხრივი შეთანხმებების გაფორმება სხვადასხვა სფეროებში.  დოკუმენტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის თანამშრომლობისგანვითარებას მრავალი მიმართულებით, მათ შორის ისეთი სფეროებში, როგორიც არის ვაჭრობა და ინვესტიცია, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა,ტურიზმი და სხვა.  

საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით აღნიშნული ხელშეკრულება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის არსებულთანამშრომლობაში. საქართველოსა და საუდის არაბეთს  შორის არსებობს ურთიერთობის განვითარების პოტენციალი სხვადასხვა სფეროებში. განსაკუთრებით საყურადღებოა საქართველოში საუდის არაბეთის ინვესტიციების მოზიდვის, ისევე როგორც საუდის არაბეთში საქართველოს სოფლისმეურნეობის პროდუქტების ექსპორტის ზრდის კუთხით არსებული დიდი პოტენციალი. ასევე, საკმაოდ წარმატებულია ტურისტულ სფეროშითანამშრომლობა. ამ კუთხით აღსანიშნავია 2015 წელს საუდის არაბეთიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობის 80%-იანი ზრდა.

ქვეყნებს შორის გაფორმებული ჩარჩო შეთანხმება ძალაში შევა მხარეთა მიერ შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდგომ.

ხელმოწერის ცერემონიამდე მხარეებს შორის  გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა საქართველოსა და საუდის არაბეთსშორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

ყურადღება გამახვილდა უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად გააქტიურებულ პარტნიორობაზე მრავალი მიმართულებით. აღინიშნა მაღალი დონისვიზიტების გაცვლის დინამიკა, ეკონომიკური და ბიზნეს სექტორების თანამშრომლობის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები,  თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის დარგში და ასევე ხალხთაშორისი კავშირების გაფართოება.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ პერიოდში საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას დიდად შეუწყო ხელი2014 წელს რიადში საქართველოს საელჩოს გახსნამ და 2015 წელს საუდის არაბეთის მხარის მიერ საქართველოში პირველი არა-რეზიდენტი ელჩის  (რეზიდენციით ქ. ბაქო) დანიშვნამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge