png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

კანადაში საქართველოსთან პარლამენტთაშორისი ურთიერთობის გააქტიურებაზე იმსჯელეს

  • პოლიტიკა
  • 13.05.2016
  • 16:28
კანადაში საქართველოსთან პარლამენტთაშორისი ურთიერთობის გააქტიურებაზე იმსჯელეს

საქართველოსა და კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მიმდინარე პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში, საგარეო საქმეთამინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი კანადაში შეხვედრებს განაგრძობს.

2016 წლის 12 მაისს  მინისტრის პირველმა  მოადგილემ  შეხვედრა გამართა კანადის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა დასაერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარესთან რობერტ ნოლტთან, ასევე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციისხელმძღვანელის მოადგილეებთან, წარმომადგენელთა პალატის წევრებთან, კრის ბიტლთან და შერილ გალანტთან.
შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და კანადას შორის  პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გააქტიურებაზე და   საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტების გაცვლის შესაძლებლობაზე.
ქართულმა მხარემ ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ქვეყნის ვერო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე. მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.
ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს საგარეო პოლიტიკური მისწრაფებების განხორციელების კუთხით.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილეებთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატოს 2016 წლის ვარშავის სამიტის მოსამზადებელ  საკითხებს. ამ მხრივ  აღინიშნა  ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის სათანადოდ ასახვის მნიშვნელობა. კანადურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა  ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხის მხარდაჭერა. 
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მინისტრის პირველი მოადგილის საჯარო გამოსვლა კარლტონის უნივერსიტეტის ევროპის, ევრაზიისა და რუსეთის სწავლებების ინსტიტუტში თემაზე „საქართველო დასავლეთისკენ: გამოწვევები და შესაძლებლობები." საკუთარ გამოსვლაში დავით ზალკალიანმა დეტალურად მიმოიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ისაუბრა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმებზე. გამოსვლის დასრულების შემდგომ დავით ზალკალიანმა უპასუხა დამსწრე საზოგადოების  შეკითხვებს.  

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge