png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოს 13-მა პოლიტიკურმა პარტიამ უკვე მიმართა

  • პოლიტიკა
  • 15.05.2016
  • 15:33
 საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოს 13-მა პოლიტიკურმა პარტიამ უკვე მიმართა

საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 13-მა პოლიტიკურმა პარტიამ უკვე ოფიციალურად გამოხატა. ცესკოს ინფორმაციით, მათ, რეგისტრაციის მიზნით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე შეიტანეს განაცხადები.

,,საარჩევნო ადმინისტრაციამ 15 მაისის მდგომარეობით ორი პოლიტიკური ორგანიზაცია დაარეგისტრირა: „სახალხო ხელისუფლება“ და „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“; დანარჩენი პარტიები ამ ეტაპზე რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურებს გადიან, რაც მოიცავს მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვების, წარმოდგენისა და შესაბამისი დოკუმენტების შემოწმების ეტაპებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას, პროპორციული სისტემით მოიპოვეს პირველი სამი ადგილი (ბლოკის შემთხვევაში, ჩამონათვალში რიგით პირველ პარტიას), უფლება აქვთ, დაიტოვონ წინა საპარლამენტო არჩევნებისთვის მიკუთვნებული რიგითი ნომერი ან აირჩიონ არჩევნებში დაკავებული ადგილის შესაბამისი რიგითი ნომერი, რის შესახებაც უნდა აღნიშნონ რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადში. ყველა სხვა პოლიტიკურ გაერთიანებას რიგითი ნომერი წილისყრით მიენიჭება.

ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა სურთ, მიმართავს დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა“, - აცხადებენ ცესკოში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge