png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 16.05.2016
  • 13:14
გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

პირველ რიგში, მინდა ყველას მივულოცო „ბაქო–სუფსას ენერგეტიკული დერეფნის" 20 წლის იუბილე, რომელიც გახდა  საფუძველი ორი ქვეყნის სტატეგიული პარტნიორობისა, – ამ სიტყვებით დაიწყო შეხვედრა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, არტურ რასიზადესთან.

პრემიერ–მინისტრებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის  ურთიერთობების დღის წესრიგის  ძირითადი საკითხები განიხილეს და  ხაზიგაუსვეს თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. 

საუბარი შეეხო  ბოლო პერიოდში სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ინტენსიურ დინამიკას. აღინიშნა  სავაჭრო-ეკონომიკურ,ენერგეტიკულ და სატრანსპორტო  სფეროებში არსებული მზარდი პოტენციალი. მხარეებმა განიხილეს ის კონკრეტული პროექტები,რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ. ისაუბრეს ორი ქვეყნის მნიშვნელობასა და როლზე საერთაშორისო ენერგეტიკული და სატრანზიტო პროექტების რეალიზაციის თვალსაზრისით.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ-დასავლეთ ენერგეტიკული დერეფნის მნიშვნელობაზე.  ითქვა, რომ20 წლის წინ, 1996 წლის 8 მარტს აზერბაიჯანმა და  საქართველომ  ხელი მოაწერეს  ბაქო-სუფსის დერეფნის მშენებლობის  შეთანხმებას, ,რამაც გზა გაუხსნა აღმოსავლეთ-დასავლეთის სტრატეგიულ ენერგოდერეფანს და ხელი შეუწყო აზერბაიჯანისა და საქართველოსსტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე–პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აზერბაიჯანის  ენერგეტიკის მინისტრი ნატიგალიევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია „SOCAR"–ის  პრეზიდენტი, როვნაგ აბდულაევი  დაესწრნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge