png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მუხრან ბურჭულაძემ სახელმწიფო გადატრიალების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვა

  • სამართალი
  • 17.05.2016
  • 15:38
მუხრან ბურჭულაძემ სახელმწიფო გადატრიალების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვა
მუხრან ბურჭულაძემ პროკურატურას განცხადებით მიმართა და 1991-92 წლების სახელმწიფო გადატრიალების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვა.
მან ასევე განმარტა თუ რატომ ყოვნდება პრეზიდენტი გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიება, მოითხოვა მთავარ პროკურორთან შეხვედრა, საქმეზე მისი განმარტება და გამოძიების ბოლომდე მიყვანა. როგორც პარტია ლიბერალ დემოკრატების ლიდერმა განაცხადა, 1991-92 წლების „სახელმწიფო გადატრიალებად“ ცნობილი აქტი არის კრემლის სპეცოპერაცია თავისუფალი საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც აწარმოა რუსეთის ფედერაციამ და მასში მონაწილე პირები დღეს ქართულ პოლიტიკას აწარმოებენ.
„მე დაგპირდით დიდ ლუსტრაციას რასაც ვაკეთებ კიდეც. ეს არის დიდი მხილებისა და ეროვნული თანხმობის დასაწყისი. სახელმწიფო გადატრიალება გახლდათ რუსეთის აგრესია თავისუფალი საქართველოს წინააღმდეგ, ეს იყო კრემლის სადამსჯელო სპეცოპერაცია, რომელშიც მონაწილე ვაიქართველები დღემდე მართავენ სახელმწიფოს და რჩებიან პოლიტიკაში. სამართალი ვერ იზეიმებს სანამ სახელმწიფოს დამაქცევრები არ აგებენ პასუხს კანონის და ერის წინაშე. საქართველო ვერ შედგება განვითარების გზაზე ამ საქმის გამოძიების გარეშე. შემთხვევითი არაა, რომ დღემდე არავის გამოუძიებია სახელმწიფო გადატრიალება და პრეზიდენტის მკვლელობა. ჩვენ ვიცით ვისია დაკვეთა და ვინ არის შემსრულებელი, თუმცა ამას არა დეპუტატი არამედ ორგანოები უნდა იძიებდნენ. მოვითხოვ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას რუსეთის ფედერაციის აგრესიის თაობაზე და დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემას ასევე საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის დაუყოვნებლივ გამოძიებას. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე ჩვენი გუნდი დაუყოვნებლივ გამოიძიებს სახელმწიფო გადატრიალებას და პრეზიდენტის მკვლელებს მისცემს პასუხისგებაში, ამით საფუძველს ჩავუყრით ჩვენი ხალხის ერთობას და წინსვლას. ქართველებმა უნდა იცოდნენ ვინ დაამხო ქვეყანა და ვინ მოუკლა პრეზიდენტი, ეს ეროვნული ღირსების საკითხია. ყველა ტელევიზიისთვის ცნობილი გახლდათ, მაგრამ დღეს არცერთ მაუწყებელს არ გაუშუქებია ეს საკითხი რადგან მათ ინტერესში ალბათ უფრო მნიშვნელოვანი თემები შედის“ - აცხადებს მუხრან ბურჭულაძე.
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge