png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

აჭარის მთავრობის სხდომაზე 8 საკითხი განიხილეს

  • პოლიტიკა
  • 17.05.2016
  • 16:22
 აჭარის მთავრობის სხდომაზე 8 საკითხი განიხილეს

დღეს, აჭარის ა.რ. მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე 8 საკითხი იქნა განხილული, მათ შორის რეგიონის სამინისტროების კვარტალური ანგარიშები.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2016 წლის პირველ კვარტლში გაწეული საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. სოფლის მეურნების მინისტრმა ისაუბრა ასევე აჭარის 2016-2020 წლების სოფლის განვითარების სტრატეგიის სახელმძღვანელო დოკუმენტზე, რომლის საჯარო პრეზენტაცია უახლოეს მომავალში მოეწყობა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის პირველ კვარტლში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ წარმოადგინა. აღინიშნა, რომ სამინისტროს სერვისებით 5 751 ბენეფიციარმა ისარგებლა. მინისტრმა ისაუბრება ასევე სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილმა უწყების კვარტალური ანგარიშში სხვა საკითხებთან ერთად შეაჯამა სკოლების ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები.

რეგიონის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ვახტანგ წულაძემ კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე სოფელ ხინომდე და მტირალას ეროვნულ პარკში სოფელ ჩაქვისთავამდე არსებული გზების მიმდინარე სარემონტო სამუშაოების განხორციელების შესახებ ისაუბრება. მთავრობის სხდომაზე ხაზი გაესვა ამ პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად.

მთავრობის სხდომის დასასრულს არჩილ ხაბაძემ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით კიდევ ერთ სიახლეზე ისაუბრა: წელს ბათუმის ძველ ბულვარში განთავსდება ახალი სასწრაფო ამბულატორია, რომელიც გადაუდებელ დახმარება გაუწევს ქალაქის დამსვენებლებს. თანამედროვე ტიპის ამბულატორია სულ ორია საქართველოში, ერთ-ერთი მათგანი საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ აჭარას გადასცა საჩუქრად.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge