png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას ვიზიტი ირლანდიაში

  • პოლიტიკა
  • 19.05.2016
  • 11:00
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას ვიზიტი ირლანდიაში

17-18 მაისს გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას ვიზიტი ირლანდიაში.

ვიზიტის ფარგლებში დავით დონდუა შეხვდა ირლანდიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარეს,  შონ ო'ფარელს, ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის გენერალურ მდივანს, ნაიალ ბურჯესს, საგარეო უწყებაში ირლანდიის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის განყოფილების გენერალურ დირექტორს, ადრიან ო'ნილს, ევროპის განყოფილების გენერალურ დირექტორს, ოუნ ო'ლირის, ასევე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს კოლუმბიის სამშვიდო პროცესის საკითხებში, ირლანდიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, ეიმონ გილმორს.

ვიზიტის ძირითად ამოცანას წარმოადგენდა ირლანდიური მხარისათვის საქართველოში კონფლიქტისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ირლანდიური გამოცდილების გაზიარება კონფლიქტის დარეგულირებისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების კუთხით.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო აგრეთვე საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგს. განხილულ იქნა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები. ხაზი გაესვა ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დასრულებისა და ნატო-ს ვარშავის სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის სათანადოდ ასახვის მნიშვნელობას.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირლანდიურ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული ვითარების შესახებ. პარტნიორებს გააცნო საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა და მიდგომები კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების კუთხით.

თავის მხრივ, ირლანდიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. მათ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ინფორმაცია მიაწოდეს ჩრდილოეთ ირლანდიის კონფლიქტის გადაწყვეტის, სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმდინარეობისა და დარეგულირების პროცესში შექმნილი გამოწვევების შესახებ. გამოითქვა ასევე მზაობა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან დაკავშირებით.

ვიზიტის ფარგლებში დავით დონდუამ ინტერვიუ მისცა ირლანდიურ გაზეთს „The Irish Times" და სიტყვით გამოვიდა წამყვან ანალიტიკური ცენტრში - საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში (IIEA).

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge