png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

დავით უსუფაშვილი: საარჩევნო სისტემის სასიკეთო კუთხით ცვლილებების მიმართ ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი

  • პოლიტიკა
  • 19.05.2016
  • 12:18
 დავით უსუფაშვილი: საარჩევნო სისტემის სასიკეთო კუთხით ცვლილებების მიმართ ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი

საარჩევნო სისტემის სასიკეთო კუთხით ცვლილებების მიმართ ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტში, “რესპუბლიკლების“ მიერ წარდგენილ საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელზე საუბრისას განაცხადა. დავით უსუფაშვილის შეფაქსებით, საარჩევნო სისტემის კუთხით, ყველაზე უარესი ვითარებაა.

“ვწუხვარ, რომ თითქმის წელიწადზე მეტია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პოლიტიკური ძალების, დაინტერესებული მხარეების შედეგზე ფოკუსირება ვერ მოხერხდა. ბევრს გახსოვთ, ერთი წლის წინ, აი აქ, მე ვამბობდი: მოდი, თვალი გავუსწოროთ რეალობას და მივიღოთ შედეგი, გავერთიანდეთ იმის გარშემო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ ახლა, რათა 2016 წლის შემდგომი პერიოდი იყოს კონსესუსზე დაფუძნებული, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავლისთვის. დღეს რა გვაქვს? ვინაიდან სხვადასხვა პოლიტიკურმა ლიდერმა თუ ძალამ ჩათვალა, რომ პარლამენტში ალტერნალტიული საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა ყოფილიყო ინიცირებული, ამის გამო კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტზე კენჭისყრა ამ დრომდე გაჭიანურდა. მივიღეთ ის, რომ 2016 წლის შემდგომი პერიოდიც გვაქვს აბსოლუტურად ბუნდოვანი, 2016 წლის არჩევნებისთვის შექმნილი გვაქვს სისტემა, რომელზეც თავიდანვე ითქვა, რომ არის ერთჯერადად გამოყენების და ჩვენ, საბოლოო ჯამში, ყველაზე უარესი ვითარება მივიღეთ - ეს არის შედეგი ჩემი აზრით, კოლექტიური არარაციონალური, შედეგზე არაორიენტირებული და ორ-სამთვიან პიარ-შედეგებზე გათვლილი ნაბიჯებისა, რამაც აქამდე მიგვიყვანა. ეს არის ძალიან ცუდი. არ ვიცი, არჩევნებამდე დარჩენილ ვადაში რა სასიკეთო ცვლილება შეიძლება მოხერხდეს - ამის თაობაზე მაინცა და მაინც ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი“, - განმარტა დავით უსუფაშვილმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge