png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ანნა ფოტიგა: საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს

  • პოლიტიკა
  • 20.05.2016
  • 10:22
ანნა ფოტიგა: საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ანნა ფოტიგა მიიჩნევს, რომ საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს,

მისი თქმით, საქართველო ყველა იმ მოთხოვნას აკმაყოფილებს, რაც ვიზალიბერალიზაციის მინიჭებისთვის აუციელებლია.

„ჩვენ ევროპარლამენტში ოთხ უდიდეს პოლიტიკურ ჯგუფს წარმოვადგენთ და ყველანი ერთ აზრზე ვთანხმდებით, საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს. ვფიქრობთ, საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა. მაღალ შეფასებას ვაძლევთ ქართული ჯარის მოდერნიზაციის პროცესს, რომელიც მას ნატოს და ევროკავშირის მოთხოვნებთან თავსებადს ხდის. საინტერესო შეხვედრა გვქონდა თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელთან. ასევე, ჩვენ თავად ვნახეთ ის პრობლემები, რომელიც საზღვრისპირა სოფლებშია. ჩვენ ვნახეთ ხელოვნურად აღმართული ბარიერები“, - განაცხადა ანნა ფოტიგამ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომიტეტის წევრებმა შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერმინისტ გიორგი კვირიკაშვილთან, თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, პაატა ზაქარეიშვილთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი მღებრიშვილთან გამართეს. ევროპარლამენტარების ვიზიტი საქართველოში ოფიციალურად დღეს დასრულდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge